ცხადდება კონკურსი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მედიასთან ურთიერთობის სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად.
სამუშაოს აღწერა:
- მედია საშუალებებთან ურთიერთობა (ტელევიზია, პრესა, რადიო, ინტერნეტი)
- ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საიტისა და სოციალური ქსელების ადმინისტრირება
- პროექტების ორგანიზებაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- მუშაობის გამოცდილება მსგავს სამსახურში
- ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა
- კომუნიკაბელურობა
- მაღალი პასუხისმგებლობის უნარი
- გამართულად წერა
- ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა (სასურველია)
- საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) კარგად ცოდნა
- ინტერნეტ-რესურსების გამოყენების უნარი.
ხელფასი: 500 ლარი (გადასახადის ჩათვლით).
სამუშაო დატვირთვა: ორშაბათი-პარასკევი, 10-18 სთ.
წარმოსადგენი დოკუმენტები: (არასრული დოკუმენტაცია არ განიხილება)
- პირადობის მოწმობის ასლი
- კალენდარული ავტობიოგრაფია (CV)
- სამოტივაციო წერილი
- სარეკომენდაციო წერილი.
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 18 სთ., 18 ნოემბერი, 2011 წ.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
0193 თბილისი, მერაბ ალექსიძის 1/3
ტელ.: 2 474242 (103)
ელ-ფოსტა: (გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება)
საკონტაქტო პირი: ნინო მეურმიშვილი
ვებ-გვერდი: