საიტზე დევს 237 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
შ.პ.ს.   WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  თეგეტა მოტორსი  ბანკი რესპუბლიკა  პროფკურორტი  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  DMG WEST LINES 
ალგანი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  შპს.   ქეა  შირნჰოფერი 
აიელსი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  კავკასიის უნივერსიტეტი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   საქართველოს უნივერსიტეტი  P/T/G  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  ინგლისური ენის სახლი  ბიდისი აკადემია  საგანმანათლებლო ცენტრი   
ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  One World   მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი 
   ვაკანსია:

განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

   კომპანია:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

   განთავსებულია:  13 იან. 2012
   ბოლო ვადა:  3 თებ. 2012
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  info@manuscript.ac.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

სხვა

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

განცხადება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობების დასაკავებლად.

კონკურსის გამოცხადების თაობაზე:
-გამოცხადდეს ღია კონკურსი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ხელნაწერთა -ეროვნული ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის -თანამდებობის დასაკავებლად: განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მეცნიერი -თანამშრომელი (ხელფასი: 470 ლარი).

განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი, ან არის დოქტორანტი, ან აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა საკონკურსო განცხადებას თან უნდა დაურთოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) კალენდარული ავტობიოგრაფია (CV);
გ) აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (დოქტორანტებმა - ცნობა შესაბამისი დაწესებულებიდან);
დ) გამოქვეყნებული, მათ შორის ბოლო 5 წლის განმავლობაში, სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;
ე) 1 სამეცნიერო ნაშრომის/სტატიის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს კონკურსანტის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;
ვ) სტრუქტურული ერთეულის განვითარების სამწლიანი ხედვა;
ზ) 3 მეცნიერის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც შეიძლება რეკომენდაცია გაუწიონ განმცხადებელს (სასურველია);
თ) სამეცნიერო გრანტების ჩამონათვალი (სასურველია);
ი) სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია (სასურველია).

სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს ჩაატარებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭო. სამეცნიერო საბჭოს დასკვნის საფუძველზე დირექტორი ნიშნავს წარდგენილ კანდიდატს შესაბამის თანამდებობაზე, 3 წლის ვადით.

-საბუთების მიღება იწარმოებს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, მისამართზე: მ. ალექსიძის 1/3, თბილისი, 0193.
-კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2012 წლის 3 თებერვალი, 18 სთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
0193, თბილისი, მერაბ ალექსიძის 1/3
ტელ.: 2 474242 (104)
ფაქსი: 2 363241
ელ-ფოსტა: info@manuscript.ac.ge
ვებ-გვერდი: http://www.manuscript.ge
პასუხისმგებელი პირი: ნინო მეურმიშვილი

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige