სს „ხალიკ ბანკი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ბათუმის ფილიალში ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურების ოპერატორის ვაკანსიაზე
სს „ხალიკ ბანკი საქართველო“ წარმოადგენს სს „ყაზახეთის სახალხო ბანკი“-ს შვილობილ ორგანიზაციას, რომელიც არის ყაზახეთის საფინანსო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება.სასურველია საბანკო საქმის, ეკონომიკის, ფინანსების სფეროში, ტექნიკური საგნების მიმართულებით
- სავალდებულოა ბანკში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება)
- ქართული და რუსული ენების კარგად ცოდნა სავალდებულოა, ინგლისურის ენის ცოდნა სასურველი
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა
უნარები:
- ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის და მომსახურების უნარები (თავაზიანობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ)
- საქმიანი ურთიერთობის წარმართვის უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- ორგანიზებულობა და კოლეგიალურობა
- გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ
- დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში მუშაობისას ემოციური წონასწორობის შენარჩუნების უნარი
ძირითადი მოვალეობები:
- ბანკის იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის ნებისმიერ საბანკო მომსახურებაზე კონსულტირება
- ბანკის იურიდიული და ფიზიკური პირების ყველა ტიპის ანგარიშების მართვა (მიმდინარე, სადეპოზიტო/საკრედიტო/საბარათე და ა.შ.)
- ანგარიშებზე უნაღდო და ნაღდი ოპერაციების წარმოება
- კომერციული და საბიუჯეტო გადარიცხვების ოპერაციების შესრულება, უნაღდო კონვერტაცია და ა.შ.
- სალარე და სავალუტო გადარიცხვების განხორციელება
- ფულადი გზავნილების სისტემით ოპერაციების განხორციელება
- დადგენილი წესის შესაბამისად პერიდული ანგარიშგების ფორმების შევსება/წარმოება
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს ბანკში მუშაობა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე თანდართული ფოტოსურათით (3X4) (სასურველია თქვენთვის მისაღები ხელფასის მითითებით) ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე:
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურების ოპერატორი“
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 4 სექტემბერი, 2011 წ.
შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.