სს „ხალიკ ბანკი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ბათუმის ფილიალში სალაროს გამგის ვაკანსიაზე
სს „ხალიკ ბანკი საქართველო“ წარმოადგენს სს „ყაზახეთის სახალხო ბანკი“-ს შვილობილ ორგანიზაციას, რომელიც არის ყაზახეთის საფინანსო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება. სასურველია საბანკო საქმის, ეკონომიკის, ფინანსების სფეროში
- სავალდებულოა ბანკში მოლარის პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება
- ნაღდ ფულთან მუშაობის კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატის არსებობა სასურველი
- ქართული და რუსული ენების კარგად ცოდნა სავალდებულოა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა
უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის და მომსახურების უნარები (თავაზიანობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ)
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა
- სიზუსტე, ლოგიკური აზროვნება
- დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში მუშაობისას ემოციური წონასწორობის შენარჩუნების უნარი
ძირითადი მოვალეობები:
- ყველა სახის ფულადი ოპერაციების წარმოება, საკასო მომსახურება
- ფიზიკური და იურიდიული პირებისგან ნაღდი ფულის მიღება/გაცემა
- ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების წარმოება
- საოპერაციო დღის დასრულების შემდეგ საერთო სალაროს გამოყვანა
- ინკასაციის მიღება/გასტუმრება
- სალაროს დოკუმენტაციის მოწესრიგება
- დადგენილი წესის შესაბამისად პერიდული ანგარიშგების ფორმების და ჟურნალების შევსება/წარმოება
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს ბანკში მუშაობა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე თანდართული ფოტოსურათით (3X4) (სასურველია თქვენთვის მისაღები ხელფასის მითითებით) ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე:
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სალაროს გამგე".
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 4 სექტემბერი, 2011 წ.
შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.