საგანმანათლებლო ცენტრის "ცოდნა" ბათუმის ფილიალი გთავაზობთ საოფისე კომპიუტერული პროგრამების Windows XP, MS Word, MS Excel, Internet, PowerPoint შემსწავლელ პროფესიონალურ სერტიფიცირებულ კურსებს.
შეისწავლება:
ზოგადი მიმოხილვა:
- რა არის პერსონალური კომპიუტერი? კომპიუტერის გამოყენების სფერო და კლასიფიკაციები, თანამედროვე პერსონალური კომპიუტერები.
- კონფიგურაციის ვარიანტები და კომპიუტერის ძირითადი მოწყობილობები.
- კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა.
- რას ეწოდება ოპერატიული სისტემები (ოს)?
- ოპერატიული სისტემების გამოყენების სფერო.
- კომპიუტერის ჩატვირთვა და სისტემაში შესვლა.
- windows-ის ოპერატიულ სისტემასთან მუშაობის დაწყება.
- სამუშაო მაგიდისა და პანელების დათვალიერება.
- კომპიუტერის დისკის ქვესისტემასთან მუშაობა, ლოგიკური და ფიზიკური დისკების განმარტება, ძირითადი დისკების დანიშნულება (A B C D )
- რას ეწოდება საქაღალდე, საქაღალდეების შექმნა, გადაადგილება და მუშაობა.
- რას ეწოდება ფაილი, ფაილის ტიპები მათი დანიშნულება, ფაილის შექმნა გადარქმევა, გადაადგილება და მათთან მუშაობა. ფაილების წაშლა, ფაილების წაშლის ვარიანტები და მათი აღდგენა, ნაგვის ყუთთან მუშაობა.
- სისტემაში ინფორმაციის მოძიება, მოძიების ვარიაციები.
- ლოკალურ ქსელებთან მუშაობა, სხვა კომპიუტერში მყოფი ინფორმაციის გამოყენება.
- პრინტერის ინსტალაცია;
- ლოგიკური დისკების მომსახურება. შემოწმება და დეგფრაგმენტაცია დ.ა.შ.
პირველი ლექცია ტარდება უფასოდ. მეთოდური ლიტერატურა თითოეულ მსმენელს გადაეცემა საჩუქრად. ტესტური გამოცდის ჩაბარების საფუძველზე გაიცემა სერთიფიკატი კატეგორიის მიხედვით.
კურსს უხელმძღვანელებს: ქ. ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მათემატიკურ და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე ბ-ნი ამირან შარაძე.
ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე:
სათაო ოფისი:
ქ. თბილისი, კოსტავას ქ. 6;
ტელ: 2 309018; 478146; 996637;
ქ. ბათუმი, აღმაშენებლის გამზირი 13;
ტელ: 8 (422) 294389; 574 292930;
ვებ-გვერდი:
Skype: tsodna. batumi
ელ-ფოსტა:;