საქართველოს შსს აკადემიის საბაჟო-საგადასახადო ფაკულტეტი გთავაზობთ სასერტიფიკაციო კურსებს ბუღალტერიაში, საბუღალტრო პროგრამებში (Oris, Info) და საგადასახადო კოდექსში.
კურსები მიმდინარეობს სხვადასხვა ჯგუფში, როგორც დამწყები ასევე მოქმედი სპეციალისტებისათვის. მსმენელებს შესაძლებლობა აქვთ ყოველი ახალი მოდულის არჩევის შემთხვევაში ისარგებლონ დამატებითი ფასდაკლებით. სალექციო კურსის მიმდინარეობისას მსმენელები უფასოდ მიიღებენ სალექციო მასალებს და შესაბამის საკანონმდებლო აქტებს. სასწავლო კურსებს უძღვებიან აკადემიაში საგანგებოდ მოწვეული პედაგოგები. სწავლება დაფუძნებულია და მიმდინარეობს პრაქტიკული მაგალითების და სიტუაციური კაზუსების განხილვის საფუძველზე.
ბუღალტრული აღრიცხვა:
კურსის ხანგრძლივობაა 42 სთ.
ღირებულება: 390 ლარი.
საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამები (Oris, Info):
კურსის ხანგრძლივობაა 12 სთ.
ღირებულება: 100 ლარი.
საგადასახადო კოდექსი:
საგადასახადო კოდექსი დაყოფილია 4 სასწავლო პროგრამად (მოდულად):
I მოდული (საწარმო, ორგანიზაცია, ფიზიკური პირი. საგადასახადო ვალდებულება და ანგარიშგება) - 8 სთ, 70 ლარი;
II მოდული (გადასახადები) - 18 სთ, 165 ლარი;
III მოდული (საგადასახადო კონტროლი და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებები) - 8 სთ, 70 ლარი;
IV მოდული (საგადასახადო სამართალდარღვევები და საგადასახადო დავა) - 10 სთ, 85 ლარი;
მთლიანი საგადასახადო კურსის ხანგრძლივობაა 44 სთ.
ღირებულება: 390 ლარი.
მსმენელის მხრიდან რამოდენიმე მოდულის არჩევის შემთხვევაში მოქმედებს შემდეგი ფასდაკლებები:
2-3 მოდული - 10%
4-5 მოდული - 12%
6 მოდული და მეტი - 15%
ვინც საბაჟო-საგადასახადო ფაკულტეტზე გადიოდა სტაჟიორთა საბაზისო მომზადების ან გადამზადების კურსს ან იმ მსმენელთათვის, ვინც მოდულის გავლის შემდეგ გადაწყვეტს რომელიმე მოდულის გავლას, მოქმედებს 12% ფასდაკლება.
თანხის გადახდა ხორციელდება 2 ეტაპად.
სწავლის საფასური შეიძლება გადახდილი იქნას საბანკო განვადებით: http://www.basisbank.ge/ge/news/694/
მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 3-ჯერ 2 საათი.
კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მსმენელის მიერ არჩეულ მოდულზე (მოდულებზე).
კურსის დასასრულს მსმენელებს შემაჯამებელი გამოცდის ჩაბარების შემდეგ გადაეცემათ კურსის გავლის დამადასტურებელი აკადემიის სერტიფიკატი.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
მისამართი: ქ. თბილისი, გმირ კურსანტთა ქ. 1
ტელ.: (+995 32) 2 580739, 577 501043
ვებ-გვერდი:
დაინტერესებულმა პირებმა, რეგისტრაციის გავლის მიზნით, CV არჩეული მოდულის (მოდულების) მითითებით უნდა გამოაგზავნონ მისამართზე: 2011 წლის 25 სექტემბრამდე.