საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს დავების დეპარტამენტის სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს. შესარჩევი კონკურსის გავლის შემდგომ, შერჩეული კანდიდატები გაივლიან თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსს. სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ, წარმატებულ კანდიდატებს მიეცემათ შემოსავლების სამსახურში დასაქმების შესაძლებლობა.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე.
სტაჟირების ადგილი: თბილისი.
სამუშაო განრიგი: სრული სამუშაო დღე; ხუთდღიანი სამუშაო კვირა.
სტაჟირების განმავლობაში, კანდიდატები შეისწავლიან ან/და მონაწილეობას მიიღებენ დავების დეპარტამენტის შემდეგი ფუნქციების განხორციელებაში:
- სამსახურის წარმომადგენლობა სასამართლოსა და სხვა სახის დავებში;
- სამსახურში შემოსული საჩივრის განხილვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების უზრუნველყოფა;
- საჩივრის განხილვის შედეგებზე შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;
- საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე სამსახურში შემოსული წინადადებების განხილვა და შესაბამისი ინფორმაციის მომზადება;
- საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, საგადასახადო შეთანხმების პროექტის მომზადება და საგადასახადო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელება;
- კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;
- გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საქართველოს მოქალაქე;
- უმაღლესი იურიდიული და/ან ეკონომიკური განათლება;
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- სასურველია რომელიმე უცხო ენის ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
- კომუნიკაბელურობა;
- ვერბალურად და წერილობით ინფორმაციის გადმოცემის კარგი უნარი;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ ბიოგრაფიული მონაცემები ელექტრონული ფოსტის მისამართზე: 2011 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ კონკურსის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
შემოსავლების სამსახურის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ გვერდს: