საიტზე დევს 237 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  შ.პ.ს.   შპს.   შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  პროფკურორტი  ქეა  შირნჰოფერი 
DMG WEST LINES  ალგანი  შ.პ.ს დიზაინ სითი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  თეგეტა მოტორსი  გუდვილი 
ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  P/T/G  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  კავკასიის უნივერსიტეტი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ბიდისი აკადემია  საქართველოს უნივერსიტეტი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  საგანმანათლებლო ცენტრი   
კავკასიის აკადემიური ცენტრი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   One World   აიელსი 
   ვაკანსია:

სტაჟიორი იურიდიულ დეპარტამენტში

   კომპანია:

შემოსავლების სამსახური

   განთავსებულია:  21 სექ. 2011
   ბოლო ვადა:  30 სექ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  internship@rs.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

საკანონმდებლო/იურიდიული მომსახურება

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს იურიდიული დეპარტამენტის სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს. შესარჩევი კონკურსის გავლის შემდგომ, შერჩეული კანდიდატები გაივლიან თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსს. სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ, წარმატებულ კანდიდატებს მიეცემათ შემოსავლების სამსახურის იურიდიულ დეპარტამენტში დასაქმების შესაძლებლობა.

სტაჟირების ხანგრძლივობა: 6-8 კვირა.
სტაჟირების ადგილი: თბილისი.
სამუშაო განრიგი: სრული სამუშაო დღე; ხუთდღიანი სამუშაო კვირა.

სტაჟირების განმავლობაში, კანდიდატები მონაწილეობას მიიღებენ იურიდიული დეპარტამენტის შემდეგი ფუნქციების განხორციელებაში:

- საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
- სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
- განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით, საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემასთან დაკავშირებით სამსახურში შემოსული დოკუმენტების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
- სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების და მეთოდური მითითებების შემუშავება;
- საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- საქართველოს მოქალაქე;
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

- კომუნიკაბელურობა;
- ვერბალურად და წერილობით ინფორმაციის გადმოცემის კარგი უნარი;
- სამუშაოსადმი შემოქმედებითი მიდგომის უნარი;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ ბიოგრაფიული მონაცემები ელექტრონული ფოსტის მისამართზე: internship@rs.ge 2011 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ კონკურსის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

შემოსავლების სამსახურის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ გვერდს: http://www.rs.ge

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige