საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს გაფორმების დეპარტამენტის სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს.
შესარჩევი კონკურსის გავლის შემდგომ, შერჩეული კანდიდატები გაივლიან თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსს. სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ, წარმატებულ კანდიდატებს მიეცემათ შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტში დასაქმების შესაძლებლობა.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 კვირა.
სტაჟირების ადგილი: თბილისი.
სამუშაო განრიგი: ცვლიანი.
გაფორმების დეპარტამენტის სტაჟიორის საქმიანობის მოკლე აღწერა:
- სასაქონლო დეკლარაციის შევსება;
- სასაქონლო ოპერაციების განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საქართველოს მოქალაქე;
- უმაღლესი განათლება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
სასურველი მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კანდიდატს მიენიჭება უპირატესობა:
- მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
- დოკუმენტაციის შედგენასთან/გაფორმებასთან დაკავშირებული მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და თურქული ენების ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
- კომუნიკაბელურობა და სერვისზე ორიენტირებულობა;
- ვერბალურად ინფორმაციის გადმოცემის კარგი უნარი;
- სამუშაოსადმი შემოქმედებითი მიდგომის უნარი;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე/ბიოგრაფიული მონაცემები ქართულ ენაზე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: 2011 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ კონკურსის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
შემოსავლების სამსახურის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ გვერდს: