საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს სომხური ენის მასწავლებლის შესარჩევ კონკურსს.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის პორტალები - სადახლო, ნინოწმინდა;
- სამუშაო გრაფიკი: მოლაპარაკების მიხედვით;
- ანაზღაურება: გამომუშავებით, დამოკიდებულია ჩატარებული გაკვეთილებისა და სასწავლო ჯგუფების რაოდენობაზე;
- სამუშაო ჯგუფი: ნინოწმინდის და სადახლოს საბაჟო-გამშვები პუნქტების თანამშრომლები.
სამუშაოს აღწერა:
- სომხური ენის დაწყებით დონეზე შემსწავლელი პროგრამის მომზადება შემოსავლების სამსახურის სპეციფიკის გათვალისწინებით;
- სასწავლო პროცესის დაგეგმვა და განხორციელება;
- ტესტირების მომზადება, ჩატარება და შეფასება.
მოთხოვნები:
- საქართველოს მოქალაქე;
- უმაღლესი განათლება - სასურველია სომხური ენის მასწავლებლის კვალიფიკაციით;
- სომხური ენის სწავლების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
- სწავლების თანამედროვე მეთოდების ფლობა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდის მართვის უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე და 3 თვეზე გაწერილი სასწავლო პროგრამა ელექტრონული ფოსტის მისამართზე: 2011 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
წერილის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ იმ კონკურსის დასახელება (სომხური ენის მასწავლებელი), რომელზედაც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
შემოსავლების სამსახურის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ გვერდს:
S