საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს თელავის სერვის-ცენტრის მომსახურების დარბაზის ადმინისტრატორის (ე.წ. "მითერი"-ს) შესარჩევ კონკურსს.
სამუშაო პირობები:
-შესარჩევი კანდიდატების რაოდენობა: 2 კანდიდატი.
-სამუშაო ადგილი: თელავი, შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენტრი.
-სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა, 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე.
სამუშაოს აღწერა:
-მომხმარებელთა დახვედრა და პირველადი კონსულტაცია;
-მომხმარებელთა კონსულტაცია;
-რიგის ბილეთების გაცემა;
-რიგის ორგანიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება;
-ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო);
-ეფექტური მომსახურების სტანდარტების საკითხებზე გავლილი ტრეინინგი (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო);
-საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
-ინგლისური და რუსული ენის გამართულ სასაუბრო დონეზე ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
-კომუნიკაბელურობა;
-ინფორმაციის ვერბალურად გადმოცემის კარგი უნარი;
-სტრესულ სიტუაციებსა და გარემოში კოორდინაციის უნარი;
-გუნდური მუშაობის უნარი;
-პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ ბიოგრაფიული მონაცემები (CV) ფოტოსურათით ელ. ფოსტის მისამართზე: არა უგვიანეს 2012 წლის 29 თებერვლისა. წერილის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შემოსავლების სამსახურის საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ გვერდი: