საიტზე დევს 237 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  DMG WEST LINES  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შირნჰოფერი  შპს.   შ.პ.ს.   ქეა 
თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  გუდვილი  შ.პ.ს დიზაინ სითი  თეგეტა მოტორსი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  ალგანი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი) 
Oxford House  ინგლისური ენის სახლი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  საგანმანათლებლო ცენტრი   ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  ტურისტული კომპანია ,,მანდსი ბიდისი აკადემია  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  აიელსი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   
საქართველოს უნივერსიტეტი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   One World   ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  კავკასიის უნივერსიტეტი 
   ვაკანსია:

კონკურსი აუდიტორული კომპანიების შესარჩევად

   კომპანია:

შემოსავლების სამსახური

   განთავსებულია:  14 ოქტ. 2011
   ბოლო ვადა:  15 ნოე. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  audit@rs.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

სხვა

   დამატებითად:  მიმაგრებული ფაილი
აღწერა:
შრიფტის ზომა:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, "ალტერნატიული აუდიტი"-ს პროექტის ფარგლებში, 2011 წლის 1 ნოემბრიდან იწყებს საპილოტო პროექტის განხორციელებას იმ კატეგორიის გადამხდელთათვის, რომელთა წლიური ბრუნვა დეკლარირებულ მონაცემთა საფუძველზე არ აღემატება 1.000.000 (ერთი მილიონი) ლარს. აღნიშნულთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აცხადებს კონკურსს დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიების შესარჩევად.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დამოუკიდებელ აუდიტორულ კომპანიებს.

პროექტის მოკლე აღწერა:

შემოსავლების სამსახური "ალტერნატიული აუდიტი"-ს პროექტის ფარგლებში აცხადებს აუდიტორული კომპანიების შერჩევას იმ გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის ჩასატარებლად, რომელთა წლიური ბრუნვა დეკლარირებულ მონაცემთა საფუძველზე არ აღემატება 1.000.000 (ერთი მილიონი) ლარს. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს შემოწმების შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, უფლება ეძლევა აირჩიოს აუდიტორული კომპანია, რომლის მონაცემები შერჩევის შემდეგ გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე: http://www.rs.ge

აუდიტორული კომპანიის მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგად იწერება შესაბამისი აქტი, რომლის საფუძველზე გადამხდელი უფლებამოსილია დააზუსტოს დეკლარაცია და აღიაროს საგადასახადო ვალდებულება. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო სამართალდარღვევისათვის გადამხდელს არ დაეკისრება ჯარიმა. ამასთან აღნიშნული პერიოდი ჩაეთვლება შემოწმებულად.

შემოწმების პროცესში აუდიტორულ კომპანიას უფლება ეძლევა საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს გადასახადის გადამხდელს სასაქონლო-მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარება, რომლის შედეგად გამოვლენილ ზედმეტობაზე ან/და დანაკლისზე ასევე არ გავრცელდება საჯარიმო სანქციები.

ზემოაღნიშნული აუდიტორიული მომსახურების ანაზღაურება მოხდება გადასახადის გადამხდელის მიერ, რომლის ოდენობაც დგინდება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

მონაწილეობის პირობები:

დაინტერესებულ კომპანიებს გთხოვთ, 2011 წლის 15 ნოემბრამდე შეავსოთ თანდართული განაცხადი და გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: audit@rs.ge ან წარმოადგინოთ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში, მისამართზე: ქ. თბილისი, გულუას ქ. 4.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე:

(577) 054046 - თათია კობაიძე
(577) 053974 - შორენა ჯაშიაშვილი

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige