შემოსავლების სამსახური აცხადებს კონკურსს აუდიო ბრენდინგის შესახებ,
რომლის მიზანია შეიქმნას შემოსავლების სამსახურის კორპორატიული მუსიკა,
რაც შემდგომში გამოყენებული იქნება სხვადასხვა საკომუნიკაციო
მასალებისთვის. კორპორატიული მუსიკა უნდა ატარებდეს შემოსავლების
სამსახურის განახლებული ბრენდის კონცეფციას.
ბრენდის დიზაინი:
ბრენდის სახელი: შემოსავლების სამსახური.
სლოგანი: ურთერთობა მარტივია.
ბრენდის ხედვა: შემოსავლების სამსახური არის საქართველოში არსებული ყველა
ბიზნესის პარტნიორი, რომელიც ზრუნავს კომერციულ საქმიანობაზე და არის
დაკომპლექტებული პროფესიონალი თანამშრომლებით.
ბრენდის მისია: შემოსავლების ეფექტური ადმინისტრირებით, გაუმარტივოს
მეწარმეებს საქმიანობა და ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას.
უზრუნველყოს ხარისხიანი მომსახურების მიწოდება, რომელიც დაიცავს
გადამხდელებს არალეგალური ბიზნესისგან და დაეხმარება მათ საქმიანობის
წარმატებულად მართვაში.
ბრენდის ფასეულობები:
- რაციონალური: სანდო, პროფესიონალი, პატიოსანი.
-ფუნქციური: მარტივი, მოქნილი, კომფორტული.
- ემოციური: მეგობრული, მზრუნველი, თანამედროვე.
ბრენდის პოზიციონირება:
შემოსავლების სამსახური არის მომხმარებელზე ორიენტირებული, პროფესიონალი
და გამჭვირვალე ბიზნეს პარტნიორი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს
ინოვაციურ სერვისებს და ხელს უწყობს საქართველოში არსებულ კომერციულ
საქმიანობას კომფორტულად აწარმოოს ბიზნესი. შემოსავლების სამსახური
ითვალისწინებს მომხმარებლის მოთხოვნებს და ცდილობს მაქსიმალურად მისაღები
მომსახურების პირობები შესთავაზოს მას.
კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ბრიფში მითითებული
საკონკურსო მასალა. მასალის წარმოდგენის შემდეგ შეირჩევა ერთ კონკურსანტი,
ხოლო დანარჩენი მონაწილეები გამოეთიშებიან კონკურსს. კონკურსის დასრულების
შემდეგ ყველა მონაწილე მიიღებს წერილობით შეტყობინებას. გამარჯვებული
კონკურსანტის ჯილდო შეადგენს 22 000 ლარს (დღგ-ს ჩათვლით).
მონაწილეებმა საკონკურსო მასალა უნდა წარმოადგინონ მითითებულ ვადებში. ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილი მასალა არ განიხილება.
საკონკურსო მასალა:
1. კორპორატიული სიმღერა:
- მუსიკის შექმნა
- ტექსტი
- არანჟირება
- ჩაწერა
2. მუსიკალური ლოგო (3 ვერსია)
3. სატელეფონო ზარი (3 ვერსია)
4. საკონფერენციო, საპრეზენტაციო ტრეკი
5. ქოლ ცენტრი.
ინფორმაცია კონკურსანტის შესახებ: პორტფოლიო (ინფორმაცია შესრულებული სამუშაოების შესახებ).
კონკურსის განრიგი:
- კონკურსის გამოცხადების თარიღი: 19 დეკემბერი, 2011 წ.
- საკონკურსო მასალის მოწოდების თარიღი: 20 დეკემბერი, 2011 წ.
- სარეკლამო კომპანიის შერჩევის თარიღი: 20 დეკემბერი, 2011 წ.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მის.: თბილისი, გორგასლის ქ. 16
ვებ საიტი: http://www.rs.ge