საიტზე დევს 237 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
ბანკი რესპუბლიკა  ალგანი  ქეა  პროფკურორტი  შპს.   თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  შ.პ.ს დიზაინ სითი 
შ.პ.ს.   შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  DMG WEST LINES  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  თეგეტა მოტორსი  შირნჰოფერი 
საგანმანათლებლო ცენტრი   მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  P/T/G  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  კავკასიის უნივერსიტეტი One World   კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  ინგლისური ენის სახლი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  
Oxford House  ბიდისი აკადემია  აიელსი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  საქართველოს უნივერსიტეტი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი  
   ვაკანსია:

დასაქმების პროექტი შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის

   კომპანია:

შემოსავლების სამსახური

   განთავსებულია:  12 დეკ. 2011
   ბოლო ვადა:  28 დეკ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  job@rs.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

სხვა

   დამატებითად:  მიმაგრებული ფაილი
აღწერა:
შრიფტის ზომა:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, სოციალური პროექტის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის აცხადებს მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღებას. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ ფიზიკურ პირებს.

პროექტის მოკლე აღწერა:

სოციალური პროექტი გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას და მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

-შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმება - შერჩევა მოხდება კონკურენტულ გარემოში და გამორიცხავს პოზიტიურ დისკრიმინაციას. დასაქმდებიან ის ადამიანები, რომელთა ცოდნა და შესაძლებლობები დააკმაყოფილებს ამა თუ იმ სამუშაოს შესასრულებლად საჭირო მოთხოვნებს.
- გარემოს ადაპტაცია - შემოსავლების სამსახურის ყველა ოფისსა და სერვის-ცენტრში სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების წარმოებისას სტანდარტების დაცვა, რაც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურებისა და საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფას.
- სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები - ტრეინინგ-შეხვედრები შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებთან, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და მათთვის ტექნიკური დახმარების გაწევის უნარ-ჩვევების შეძენა.

პოზიციების ზოგადი ჩამონათვალი:
- ინგლისური და რუსული ენის თარჯიმანი
- კორექტორი
- რედაქტორი
- მედია მონიტორინგის სპეციალისტი
- გრაფიკული და პოლიგრაფიული დიზაინის სპეციალისტი
- ფოტოგრაფი
- შერჩევის სპეციალისტის ასისტენტი
- ცხელი ხაზის ოპერატორი.

ფუნქციების ზოგადი ჩამონათვალი:
- შემოსული კორესპონდენციის მართვა
-  დოკუმენტაციის წარმოება
- შიდა კომუნიკაციის წარმოება
- შეხვედრების დაგეგმვა-ორგანიზება
- მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის შეტანა
- მონაცემების და დოკუმენტების არქივირება
- თარგმანი
- სხვადასხვა ადმინისტრაციული საქმიანობა.

შერჩევის პროცედურა:
- შემოსული აპლიკაციების განხილვა
- კანდიდატებთან გასაუბრება
- ტესტირება (საჭიროების შემთხვევაში)
- ტრეინინგი (საჭიროების შემთხვევაში)
- გამოსაცდელი ვადით მიღება (სამიდან ექვს თვემდე)
- თანამდებობაზე დანიშვნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: job@rs.ge არა უგვიანეს 2011 წლის 28 დეკემბრისა. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ კონკურსის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გასულ კანდიდატებს.

შემოსავლების სამსახურის საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: http://www.rs.ge

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige