საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს აუდიტის დეპარტამენტის ასისტენტთა შესარჩევ კონკურსს. კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ, შერჩეული კანდიდატები გაივლიან თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსს. სასწავლო კურსის დასრულებისას, წარმატებული კანდიდატები დაინიშნებიან აუდიტის დეპარტამენტში ასისტენტის თანამდებობაზე და მომდევნო 1 წლის განმავლობაში მიეცემათ პროფესიული განვითარების (მ.შ. საგადასახადო აღრიცხვის პრინციპებისა და ბასს-ის სტანდარტების მაღალპროფესიულ დონეზე შესწავლის), აუდიტორის კვალიფიკაციის მიღებისა და აუდიტორის თანამდებობაზე დასაქმების შესაძლებლობა.
შერჩევის პროცედურა:
- ტესტირება და გასაუბრება;
- სწავლების კურსის გავლა და ტესტირება;
- ასისტენტის თანამდებობაზე დანიშვნა.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული; ხუთდღიანი სამუშაო კვირა
ანაზღაურება: ფიქსირებული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში (ეკონომიკა, ფინანსები, სამართალი);
- ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- სასურველია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ბუღალტერ-მოანგარიშის კვალიფიკაცია (ACCA პირველი საფეხურის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი);
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა.
ასისტენტი ეცნობა შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას და მონაწილეობს აუდიტის დეპარტამენტის ფუნქციების განხორციელებაში, მათ შორის:
- კამერალური და გასვლითი საგადასახადო შემოწმებების მომზადება, ჩატარება და მათი შედეგების შეფასების კომპლექსური პროცედურული სტანდარტების შემუშავება;
- გადასახადის გადამხდელთა მიმართ საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის ინიციატივით) ორგანიზება და ჩატარება;
- დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საგადასახადო კონტროლის შედეგების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით წინასწარ განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
- საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება;
- უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული ექსპორტ-იმპორტის ოპერაციებისა და საგადასახადო ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და შესაბამის ადრესატამდე დაყვანა;
- კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული/სიტუაციური სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება და სხვ.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ ბიოგრაფიული მონაცემები ელექტრონული ფოსტის მისამართზე: 2011 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ კონკურსის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
ტესტირებაზე და გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
შემოსავლების სამსახურის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ გვერდს: