საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს გორის სერვის-ცენტრის მომსახურების დარბაზის ადმინისტრატორის (ე.წ. "მითერი"-ს) შესარჩევ კონკურსს.
სამუშაო პირობები:
-შესარჩევი კანდიდატების რაოდენობა: 2 კანდიდატი.
-სამუშაო ადგილი: გორი, შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენტრი.
სამუშაოს აღწერა:
-მომხმარებელთა დახვედრა და პირველადი კონსულტაცია;
-მომხმარებელთა პრობლემების და საკითხების იდენტიფიცირება და მათი კოორდინაცია;
-მომხმარებელთა კონსულტაცია;
-რიგის ბილეთების გაცემა;
-რიგის ორგანიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება;
-ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო);
-ეფექტური მომსახურების სტანდარტების საკითხებზე გავლილი ტრეინინგი (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო);
-საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
აუცილებელი უნარები:
-კომუნიკაბელურობა;
-ინფორმაციის ვერბალურად გადმოცემის კარგი უნარი;
-სტრესულ სიტუაციებსა და გარემოში კოორდინაციის უნარი;
-გუნდური მუშაობის უნარი;
-პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ ბიოგრაფიული მონაცემები (CV) ფოტოსურათით ელ. ფოსტის მისამართზე: არა უგვიანეს 2012 წლის 29 თებერვლისა. წერილის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შემოსავლების სამსახურის საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ გვერდი: http://www.rs.ge