ს.ს. "შატო მუხრანი" უნიკალური ღვინის მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ღვინის წარმოების გარდა ხელს უწყობს საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის აღდგენასა და შენარჩუნებას.
პოზიციის დასახელება: ელექტრიკოსი
ადგილმდებარეობა: მცხეთის რ-ნი, სოფ. მუხრანი
ვაკანსიის კოდი: CHM-EL-02
განაკვეთი: სრული (კვირაში 40 საათი)
პოზიციის მიზანი: ქარხნის ელ. მეურნეობის გამართული და ნორმალური ფუნქციონირების კონტროლი და ინსპექტირება.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
-ქარხნის და დამხმარე ინფრასტრუქტურის ელ. მოწყობილობებისა და დანადგარების კრიტიკული დონეების კლასიფიცირებული სისტემის მართვა და ჩამოყალიბება
-ელ. აგრეგატების და მანქანა-დანადგარების, მათი შემადგენელი კვანძების, თითოეული ნაწილის საიმედოობის, სამუშაო მზადყოფნის, არსებული სამუშაო რეგლამენტის თანახმად მომსახურების დონის ზრდის უზრუნველყოფა
-ელ. ტექნიკური მომსახურების და რემონტების პირველადი გეგმის შემუშავება
-ნორმატიული და სტრატეგიული მარაგ და სათადარიგო ნაწილების შეკეთების ტექნიკური დასაბუთება
-ჩატარებულ რემონტებს შორის ელ. დანადგარების და მოწყობილობების მუშაობის ინტერვალის გაზრდისა და რემონტ-რესურსების შემუშავება და წინადადების მომზადება.
-ელ. აგრეგატების და მანქანა-დანადგარების პასპორტების შედგენა
-მოხმარებული ელ. ენერგიის აღრიცხვიანობა და მათი ხარჯვითი ნორმების კონტროლი
-ქარხანაში ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკის, დამცავი საშუალებების და ხანძარ-საწინააღმდეგო ინვენტარის გამართულ მდგომარეობაში მოყვანა
-შრომის დაცვის, უსაფრთხოების და ხანძარ-საწინააღმდეგო წესების დაცვა
-ავარიული სიტუაციის შემთხვევაში, მის აღმოსაფხვრელად ქმედითი ზომების მიღება; დაზიანების შემთხვევაში, აღდგენითი სამუშაოების წარმოება;
-ქარხანაში არსებული ყველა სახისა და მოდიფიკაციის ელ. ძრავებისა და გენერატორების მუშაობის ზოგადი პრინციპების ცოდნა
-ელ. ძრავებისა და გენერატორების ხვიების შიდა მიერთების სქემების ცოდნა
-საჭიროებისამებრ, თავისუფალ დროს ქარხნის ტერიტორიაზე მომუშავე პერსონალის შიდა სამუშაოებში დახმარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-უმაღლესი ან პროფესიულ-ტექნიკური განათლება (ელექტრო, ელექტრო-მექანიკური, ენერგეტიკული)
-მინიმუმ 2 წლიანი მუშაობისა და სატრანსფორმატორო ქვესადგურში მომსახურების პრაქტიკა
-მინიმუმ მე-IV ჯგუფის სერთიფიკატი
-სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
-დარგში მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
-გუნდური მუშაობის უნარი
-პასუხისმგებლობის მაღალი დონე
-პუნქტუალობა და მოწესრიგებულობა
-კეთილსინდისიერება და დამქირავებლის ერთგულება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია ელექტრონულ მისამართზე: არა უგვიანეს 2012 წლის 5 თებერვლისა. გთხოვთ, საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება და ვაკანსიის კოდი.
მუშაობის დაწყება მოხდება 3 თვიანი გამოსაცდელი პერიოდით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება. მოთხოვნილი დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
წარმატებას გისურვებთ!