სს "აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი"-ს ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებაში მისაღები სტაჟიორების კანდიდატებისათვის დაწესებულია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, თემატიკა და უნარ-ჩვევები:
კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან 45 წლამდე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას.
კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის დიპლომი);
ბ) სპეციალობით პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში);
გ) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე).
კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (თავი I; თავი III.);
გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
დ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
ე) საქართველოს შრომის კოდექსი;
ვ) "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონი;
ზ) "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი;
თ) "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონი;
ი) "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონი;
კ) "სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონი.
სტაჟიორთა ძირითადი მოვალეობები, როგორც წესი, იქნება:
ა) ცენტრის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელშეკრულებებისა და სხვა სახის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) ცენტრის საქმიანობის ინტერესთა სფეროში შესული კანონმდებლობის და მასში შეტანილი ცვლილებების სისტემატური ანალიზი, მათ შესახებ უშუალო ადმინისტრაციული და ფუნქციური ხელმძღვანელის ინფორმირებულობა;
გ) ცენტრის საქმიანობიდან გამომდინარე არსებული სხვადასხვა მიმართულებების (სასამართლო და საარბიტრაჟო საქმისწარმოებები; განცხადებებსა და საჩივრებთან დაკავშირებული საქმისწარმოებები; შესაბამის სტრუქტურებთან საქმიანი ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების პროცესები; მიმდინარე საკითხების სამართლებრივ რეგულაციებთან დაკავშირებული პროცესები და სხვა.) სამართლებრივი უზრუნველყოფის პროცესებში მონაწილეობის მიღება.
დამატებითი მოთხოვნები და პროფესიული უნარ-ჩვევები:
ა) დამოუკიდებელი და შემოქმედებითი მუშაობის უნარი;
ბ) პასუხისმგებლობის გრძნობა, დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა;
გ) კონტაქტურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
დ) კონფიდენციალურობისა და სამსახურებრივი სუბორდინაციის დაცვის უნარი;
ე) მარტივი ხასიათის ხელშეკრულებების და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის პროექტთა შედგენის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი მონაცემი:
- CV ფოტოსურათით;
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
- დიპლომის, სერტიფიკატების (ასეთის შემთხვევაში) და პრაქტიკული მუშაობის დამატასტურებელი დოკუმენტის ასლები
მისამართზე: 2011 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით.
ცნობისათვის:
- სტაჟიორთა რაოდენობა: არაუმეტეს 2 (ორი);
- სტაჟირების ვადა: 6 (ექვსი) თვე;
- დასაქმების პერსპექტივით;
- ანაზღაურების გარეშე;
- სტაჟირების გავლის სხვა საკითხები განისაზღვრება ცენტრის შიდა სამართლებრივი აქტით და სტაჟიორთან დადებული ხელშეკრულებით.