საიტზე დევს 237 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
თეგეტა მოტორსი  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  შირნჰოფერი  შ.პ.ს.   პროფკურორტი  გუდვილი  შპს.  
შ.პ.ს დიზაინ სითი  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  ქეა  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი) 
ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  საგანმანათლებლო ცენტრი   გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  კავკასიის უნივერსიტეტი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   ბიდისი აკადემია  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  
საქართველოს უნივერსიტეტი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  Oxford House  ინგლისური ენის სახლი  One World   მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  აიელსი 
   ვაკანსია:

სტაჟიორი

   კომპანია:

ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი

   განთავსებულია:  26 აგვ. 2011
   ბოლო ვადა:  5 სექ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  info.gnmc@gmail.com
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

სტაჟირება

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

სს "აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი"-ს ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებაში მისაღები სტაჟიორების კანდიდატებისათვის დაწესებულია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, თემატიკა და უნარ-ჩვევები:

- კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან 45 წლამდე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას.

 კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

     - უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის დიპლომი);
     - სპეციალობით პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში);
     - ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
     - საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სამომხმარებლო დონეზე).

 კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი თემატიკა:

     - საქართველოს კონსტიტუცია;
     - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (თავი I; თავი III.);
     - საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
     - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
     - საქართველოს შრომის კოდექსი;
     - ,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონი;
     - "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი;
     -  "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონი;
     - "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონი;
     - "სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ" საქართველოს კანონი.

 სტაჟიორთა ძირითადი მოვალეობები, როგორც წესი, იქნება:

     - ცენტრის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელშეკრულებებისა და სხვა სახის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
     - ცენტრის საქმიანობის ინტერესთა სფეროში შესული კანონმდებლობის და მასში შეტანილი ცვლილებების სისტემატური ანალიზი, მათ შესახებ უშუალო ადმინისტრაციული და ფუნქციური ხელმძღვანელის ინფორმირებულობა;
     - ცენტრის საქმიანობიდან გამომდინარე არსებული სხვადასხვა მიმართულებების (სასამართლო და საარბიტრაჟო საქმისწარმოებები; განცხადებებსა და საჩივრებთან დაკავშირებული საქმისწარმოებები; შესაბამის სტრუქტურებთან საქმიანი ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების პროცესები; მიმდინარე საკითხების სამართლებრივ რეგულაციებთან დაკავშირებული პროცესები და სხვა.) სამართლებრივი უზრუნველყოფის პროცესებში მონაწილეობის მიღება.

 დამატებითი მოთხოვნები და პროფესიული უნარ-ჩვევები:

     - დამოუკიდებელი და შემოქმედებითი მუშაობის უნარი;
     - პასუხისმგებლობის გრძნობა, დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა;
     - კონტაქტურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
     - კონფიდენციალურობისა და სამსახურებრივი სუბორდინაციის დაცვის უნარი;
     - მარტივი ხასიათის ხელშეკრულებების და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის პროექტთა შედგენის უნარი;

 დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი მონაცემი:

     - CV ფოტოსურათით;
     - პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
     - დიპლომის, სერტიფიკატების (ასეთის შემთხვევაში) და პრაქტიკული მუშაობის დამატასტურებელი    დოკუმენტის ასლები

 მისამართზე: info.gnmc@gmail.com 2011 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით.

 ცნობისათვის:

     - სტაჟიორთა რაოდენობა: არაუმეტეს 2 (ორი);
     - სტაჟირების ვადა: 6 (ექვსი) თვე;
     - დასაქმების პერსპექტივით;
     - ანაზღაურების გარეშე;
     - სტაჟირების გავლის სხვა საკითხები განისაზღვრება ცენტრის შიდა სამართლებრივი აქტით და სტაჟიორთან დადებული ხელშეკრულებით.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige