"Chemonics International Inc." აცხადებს კონკურსს რეგიონული განვითარების მრჩევლების თანამდებობაზე USAID-ის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტისათვის "ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა" (NEO). პროექტის მიზანია სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდა, სიღარიბის დონის შემცირება, საკვებით უზრუნველყოფა, მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო სფეროს უზრუნველყოფა წყლით ონის, ცაგერის, ლენტეხის, დუშეთის, ყაზბეგის, გორის, ქარელის, ხაშურის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში. გარდა ამისა, NEO საშუალებას მისცემს ძველ და ახალ იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომ მათ შეძლონ საკუთარი საცხოვრებლის დამოუკიდებლად მოვლა-პატრონობა. პროექტი, ასევე, დახმარებას გაუწევს იმ თემებს, რომლებიც დაზარალდნენ ბუნებრივი ან სხვა კატასტროფების შედეგად. NEO აღნიშნული მიზნების მიღწევას გეგმავს ოთხი კომპონენტის მეშვეობით: ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა თემის დონეზე, სოფლის ეკონომიკური განვითარება, უკიდურესად დაუცველი ოჯახების დახმარება და იძულებით გადაადგილებულ პირთა იმ საცხოვრებელი სახლების მდგრადობის უზრუნველყოფა, რომელთა რეაბილიტაციაც ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერით.
ვაცხადებთ კონკურსს რეგიონული განვითარების მრჩევლის კვალიფიცირებული კანდიდატების შერჩევის მიზნით, რომლებიც ხელს შეუწყობენ პროექტის რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში განხორციელებას შემდეგი საქმიანობების გზით:
რეგიონული განვითარების მრჩეველი პასუხისმგებელი იქნება NEO-ს ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის, სოფლის ეკონომიკური განვითარებისა და შემოსავლების გენერირების საქმიანობების კოორდინირებაზე რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში. კონკრეტული ამოცანები მოიცავს შემდეგს:
- თემის მობილიზაციის სპეციალისტისაგან შემდგარი გუნდის ზედამხედველობა, რომელთაგანაც თითოეული იმუშავებს 3-4 თემში, მათ მიერ ქვემოთ ჩამოთვლილი საქმიანობების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში. შესაბამისი თემის მობილიზაციის სპეციალისტების მენეჯმენტი მათ სამუშაო რეგიონში. სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით მკაფიო მოლოდინების დასახვა, პროგრამის ამოცანების შესაბამისად და რეგულარული ოფიციალური/არაოფიციალური რეაგირების, ხელმძღვანელობისა და რჩევა-დარიგების განხორციელება, თანამშრომელთა წარმატების უზრუნველყოფის მიზნით.
- ურთიერთობის ჩამოყალიბება და განვითარება მუნიციპალიტეტისა და თემის ხელმძღვანელებთან NEO-ს საქმიანობების კოორდინაციის მიზნით.
- ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის მუნიციპალიტეტებისა და თემების სამუშაო ჯგუფების შექმნის ან ხელახლა ფორმირების ხელშეწყობა შერჩეულ ქართულ ორგანიზაციასთან (ორგანიზაციებთან) თანამშრომლობის გზით.
- აქტიური მონაწილეობა მუნიციპალიტეტისა და თემის ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის პროცესში, დახმარების გაწევა მუნიციპალიტეტებისა და თემებისათვის ეკონომიკური პრიორიტეტებისა და საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით.
- NEO-ს თბილისის ოფისთან თანამშრომლობით თითოეულ შერჩეულ თემში მინიმუმ ერთი მცირემასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტის იდენტიფიცირების ხელშეწყობა და პროექტის განხორციელების მხარდაჭერა.
- მონაწილეობა თემებში იმ კონკრეტული ადგილების, კომპანიების, ბიზნესის ან სხვა სექტორების შერჩევის პროცესში, სადაც წარმატებით შეიძლება განხორციელდეს სასოფლო ეკონომიკური განვითარებისაკენ მიმართული საქმიანობა.
- გრანტების საკონკურსო პროგრამასთან და ქვეკონტრაქტებთან დაკავშირებული საქმიანობების მხარდაჭერა და მონიტორინგი შერჩეულ რეგიონებში, შემდეგი საქმიანობის განხორციელების გზით: დახმარების გაწევა განაცხადების მომზადებისა და ბიუჯეტის თაობაზე მოლაპარაკებების წარმოების პროცესში, ადგილზე ვიზიტების განხორციელება, საქმიანობასთან დაკავშირებული მიღწევებისა და ფინანსური ხარჯების გადამოწმება, შესყიდვებთან დაკავშირებული საჭიროებების გადამოწმება და გრანტის მიმღებთათვის საჭიროებისამებრ დამატებითი მხარდაჭერის გაწევა.
- მონიტორინგისა და შეფასების სათანადო მონაცემთა შეგროვება NEO-ს თბილისის ოფისის მითითებების შესაბამისად.
- სხვა სათანადო საქმიანობა პროექტის ხელმძღვანელისა და რეგიონული პროგრამების მენეჯერის დავალებით.
მუდმივი სამუშაო ადგილი: ონი.
დაინტერესებულ კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ შემდეგი კვალიფიკაცია:
- მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია მსგავს ან ისეთ თანამდებობებზე, სადაც აშკარად გამოიკვეთა პასუხისმგებლობის სფეროს ზრდა, თანამშრომელთა მენეჯმენტის გამოცდილების ჩათვლით.
- საქართველოში ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სოფლის მოსახლეობასთან მუშაობის გამოცდილება ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის, შემოსავლების გაზრდისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირების მიზნით.
- ბაკალავრის ხარისხი შესაბამის სფეროში ან ეკვივალენტური სამუშაო გამოცდილება.
- ქართული ენის თავისუფლად ცოდნა. წერისა და პრეზენტაციის, ასევე, დიპლომატიის შესანიშნავი უნარი. ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა სასურველია, მაგრამ არ არის სავალდებულო.
- გრანტებთან და ქვეკონტრაქტებთან დაკავშირებული საქმიანობის მონიტორინგის გამოცდილება.
- ქვემოთ ჩამოთვლილი რეგიონებიდან ერთ-ერთში ცხოვრებისა და მუშაობის შესაძლებლობა - შიდა ქართლი, სამეგრელო, მცხეთა-მთიანეთი ან რაჭა-ლეჩხუმი.
- შემდეგი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Microsoft Word (ტექსტთან მუშაობა), Microsoft Excel (ცხრილებთან მუშაობა) და Microsoft Outlook (ელფოსტა).
განაცხადის შეტანის წესი:
თუ თქვენ ბრძანდებით დაინტერესებული და კვალიფიცირებული კანდიდატი, გააგზავნეთ თქვენი რეზიუმე, თავფურცელი და სამი პროფესიული რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგ მისამართზე: . განაცხადის სწრაფად განხილვის მიზნით, მიუთითეთ ,,რეგიონული განვითარების მრჩეველი’’ ელფოსტის გზავნილის სათაურში (subject line). განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2011 წლის 24 ოქტომბერი 18:00 საათი. შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.