საიტზე დევს 237 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
ალგანი  DMG WEST LINES  თეგეტა მოტორსი  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  ქეა  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი' 
'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  გუდვილი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  შპს.   შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  შ.პ.ს დიზაინ სითი  პროფკურორტი 
P/T/G  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  One World   თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  კავკასიის უნივერსიტეტი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  ინგლისური ენის სახლი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  აიელსი  
Oxford House  საგანმანათლებლო ცენტრი   ტურისტული კომპანია ,,მანდსი  ბიდისი აკადემია  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   საქართველოს უნივერსიტეტი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
   ვაკანსია:

თემის მობილიზაციის სპეციალისტი ,რეგიონები

   კომპანია:

ქემონიქსი/NEO პროექტი

   განთავსებულია:  27 დეკ. 2011
   ბოლო ვადა:  25 იან. 2012
   მდებარეობა:  სხვა
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  recruitment@georgianeo.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

სხვა

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

"Chemonics International, Inc". აცხადებს კონკურსს თემის მობილიზაციის სპეციალისტების შესარჩევად, "USAID"-ის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტისათვის "ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა" (NEO).

პროექტის მიზანია სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდა, სიღარიბის დონის შემცირება, საკვებით უზრუნველყოფა, მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო სფეროს უზრუნველყოფა წყლით, ონის, ცაგერის, ლენტეხის, დუშეთის, ყაზბეგის, გორის, ქარელის, ხაშურის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში. გარდა ამისა, NEO საშუალებას მისცემს ძველ და ახალ იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომ მათ შეძლონ საკუთარი საცხოვრებლის დამოუკიდებლად მოვლა-პატრონობა. პროექტი ასევე დახმარებას გაუწევს იმ თემებს, რომლებიც დაზარალდნენ ბუნებრივი ან სხვა კატასტროფების შედეგად. NEO აღნიშნული მიზნების მიღწევას გეგმავს ოთხი კომპონენტის მეშვეობით: ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა თემის დონეზე, სოფლის ეკონომიკური განვითარება, უკიდურესად დაუცველი ოჯახების დახმარება და იძულებით გადაადგილებულ პირთა იმ საცხოვრებელი სახლების მდგრადობის უზრუნველყოფა, რომელთა რეაბილიტაციაც ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერით.

ვაცხადებთ კონკურსს თემის მობილიზაციის სპეციალისტის კვალიფიცირებული კანდიდატების შერჩევის მიზნით, რომლებიც დახმარებას გაუწევენ პროექტის განხორციელებას რეგიონებში, შემდეგი საქმიანობების გზით:
-დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა NEO-ს ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის, სოფლის ეკონომიკური განვითარებისა და შემოსავლების გენერირების საქმიანობების კოორდინირებაზე, შემდეგი მუნიციპალიტეტების თემებში: ონი, ცაგერი, ლენტეხი. ურთიერთობის დამყარება და შენარჩუნება თემების ლიდერებთან, რათა განხორციელდეს NEO-ს საქმიანობების კოორდინირება საზოგადოებასთან ურთიერთობის, რეგულარული შეხვედრების და სხვა საშუალებების გამოყენების მეშვეობით.
-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის მიზნით თემების სამუშაო ჯგუფების შექმნის ან ხელახლა ფორმირების ხელშეწყობა შერჩეულ ქართულ ორგანიზაციასთან (ორგანიზაციებთან) თანამშრომლობით.
-აქტიური მონაწილეობა თემის ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის პროცესში; დახმარების გაწევა თემებისათვის ეკონომიკური პრიორიტეტებისა და საჭიროებების იდენტიფიცირების პროცესში.
-თითოეულ შერჩეულ თემში მინიმუმ ერთი მცირემასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტის იდენტიფიცირების ხელშეწყობა და პროექტის განხორციელების მხარდაჭერა NEO-ს თბილისის ოფისთან თანამშრომლობით.
-თემების იმ სფეროების, კომპანიების, ბიზნეს ან სხვა სექტორების იდენტიფიცირება, სადაც წარმატებით შეიძლება განხორციელდეს სასოფლო ეკონომიკური განვითარების საქმიანობა. საქმიანობების შემუშავებისა და განხორციელების მხარდაჭერა.
-გრანტებთან დაკავშირებული საქმიანობების მხარდაჭერა და მონიტორინგი შერჩეულ თემებში.
-სათანადო მონიტორინგისა და შეფასების მონაცემთა შეგროვება შერჩეული თემებისათვის, NEO-ს თბილისის ოფისის მითითებების შესაბამისად.
-სხვა სათანადო საქმიანობის კოორდინირება შერჩეულ თემებში, რეგიონული განვითარების მრჩევლის ან რეგიონული პროგრამების მენეჯერის მითითებების შესაბამისად.
-კომუნიკაციის წარმართვა თემებთან და საქმიანობის განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებულ საკითხებზე NEO-ს რეგიონულ და სათაო ოფისების თანამშრომლებთან. ასევე, ინფორმაციის მიწოდება თემებისათვის, NEO-ს სტრატეგიებისა და პოლიტიკის შესახებ.
-სხვა სათანადო საქმიანობა, პროექტის ხელმძღვანელის, რეგიონალური პროგრამების მენეჯერის და რეგიონული განვითარების შესაბამისი მრჩევლის დავალებით.

დაინტერესებულ კანდიდატებს უნდა გააჩნდეთ შემდეგი კვალიფიკაციები:

-ბაკალავრის დიპლომი.
-ბიზნეს-განვითარების გარემოში მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება.
-საქართველოში სოფლის მოსახლეობასთან მუშაობის გამოცდილება, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის, შემოსავლებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის შესაძლებლობების იდენტიფიცირების მიზნით.
-უნდა იყოს უაღრესად მოტივირებული პიროვნება, რომელსაც გააჩნია დაძაბულ პირობებში ეფექტურად მუშაობის, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებისა და ინიციატივის გამოჩენის თვალსაჩინო უნარი.
-ქართული ენის თავისუფლად ცოდნა; წერისა და პრეზენტაციის შესანიშნავი უნარი. ინგლისური ენის ცოდნა სასურველია, მაგრამ არ არის აუცილებელი.
-ზემოთ ჩამოთვლილი სამი მუნიციპალიტეტიდან ერთ-ერთში ცხოვრებისა და მუშაობის შესაძლებლობა.
-შემდეგი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Microsoft Word (ტექსტთან მუშაობა), Microsoft Excel (ცხრილებთან მუშაობა) და Microsoft Outlook (ელფოსტა).
-გარე პარტნიორებთან კოორდინირება და ქვეკონტრაქტორებისა და გრანტების მიმღებთა მონიტორინგი.
-სასურველია, მაგრამ არ არის სავალდებულო USAID-ის საგრანტო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.

ინსტრუქციები განაცხადის შეტანისათვის:

თუ თქვენ ბრძანდებით დაინტერესებული და კვალიფიცირებული კანდიდატი, თუ შეიძლება გააგზავნეთ თქვენი რეზიუმე და თავფურცელი, სამი პროფესიული რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: recruitment@georgianeo.ge და მიუთითეთ თქვენი ელფოსტის გზავნილის სათაურში (subject line) "თემის მობილიზაციის სპეციალისტი", რათა თქვენი განაცხადი სწრაფად განიხილონ. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2012 წლის 25 იანვარი, 18:00 საათი.

ფინალისტებს დაუკავშირდებიან.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige