ორგანიზაციას "ქეა საერთაშორისო კავკასიაში" ესაჭიროება მძღოლი გამოძახებით, საკუთარი ავტომანქანით.
პროექტი: "ბუნებრივი რესურსების ინტეგრირებული მართვა საქართველოს წყალშემკრებ აუზებში"
მდებარეობა: ქუთაისი
საოპერაციო არეალი: რაჭისა და სამეგრელოს რეგიონი
სამუშაოს აღწერა:
მძღოლი გამოძახებით ბაზირებული იქნება ქ. ქუთაისში და გაუწევს მომსახურებას პროექტის თანამშრომლებს საკუთარი მანქანით. მისი მომსახურება გამოყენებული იქნება რეალური საჭიროების მიხედვით. მძღოლი მზად უნდა იყოს სამუშაოდ გავიდეს მცირე ვადიანი შეტყობინების პირობებში და იმგზავროს რაჭისა და სამეგრელოს რეგიონებში, ასევე საჭიროების მიხედვით თბილისში, დღის ნებისმიერ მონაკვეთში. უპირატესობა მიენიჭება ქუთაისში მცხოვრებ კანდიდატებს.
კვალიფიკაცია, გამოცდილება და უნარ-ჩვევები:
-მართვის მოწმობა
-მანქანის მართვის ორ წლიანი გამოცდილება (სასურველია ორხიდიანი მანქანის)
-მანქანის შეკეთების ელემენტარული ცოდნა
-სამოქმედო არეალის ცოდნა
-საგზაო მოძრაობის წესების ცოდნა.
განაცხადის შემოსატანად გთხოვთ, დატოვოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: ქუთაისი, გ. ტაბიძის ქუჩა 12, ან გამოაგზავნოთ ინტერნეტის საშუალებით, შემდეგ მისამართზე: 2012 წლის 3 თებერვლის 17:00 საათამდე. გთხოვთ, ელფოსტის სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება და მდებარეობა. გთხოვთ, რეზიუმეში აგრეთვე მიუთითოთ რეკომენდატორთა საკონტაქტო ინფომაცია.
"ქეა" მხარს უჭერს თანასწორუფლებიანობას დაქირავების პროცესში.