საიტზე დევს 237 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
ქეა  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  ალგანი  შ.პ.ს დიზაინ სითი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  პროფკურორტი 
WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  შირნჰოფერი  გუდვილი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  შ.პ.ს.   DMG WEST LINES 
საგანმანათლებლო ცენტრი   ინგლისური ენის სახლი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  აიელსი  Oxford House  
კავკასიის უნივერსიტეტი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   ბიდისი აკადემია  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   One World   კავკასიის აკადემიური ცენტრი 
   ვაკანსია:

მარაგების აღრიცხვისა და კონტროლის მენეჯერი, საგურამო

   კომპანია:

ქართული ლუდის კომპანია

   განთავსებულია:  21 ოქტ. 2011
   ბოლო ვადა:  6 ნოე. 2011
   მდებარეობა:  სხვა
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  vacancy@geobeer.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

მენეჯმენტი/პროექტების მართვა

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

სს ქართული ლუდის კომპანია დაფუძნდა 2011 წლის ივნისში, კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების წარმოება-რეალიზაცია. ამ მიზნით მცხეთის რაიონის სოფ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებულია ქარხნის მშენებლობა 24 ჰ მიწის ნაკვეთზე, რომლის დასრულება და აღჭურვა იგეგმება 2011 წლის მიწურულს. ხოლო პროდუქციის გამოშვება დაიწყება 2012 წლის გაზაფხულიდან. კომპანიაში დასაქმებული იქნება 300-350 ადამიანი. პროდუქციის უმაღლეს ხარისხზე პასუხისმგებელი იქნება უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებისაგან დაკომპლექტებული გუნდი, მანქანა დანადგარების შეძენა ხორციელდება წამყვანი ევროპული კომპანიებიდან. ამ მიზნების მისაღწევად კომპანიაში მოხდა რამოდენიმე ათეული მილიონი ევროს ინვესტირება. სს ქართული ლუდის კომპანიის მიზანია უმოკლეს ვადაში გახდეს ლიდერი ქართული ლუდის ბაზარზე.

ს.ს ,, ქართული ლუდის კომპანია",  აცხადებს    მარაგების აღრიცხვისა და კონტროლის მენეჯერის ვაკანსიას

ძირითადი მოვალეობები:

1.სასაწყობე მეურნეობის მართვის სტანდარტების შემუშავება და დანერგვა
2.საწყობის უფროსების ზედამხედველობა,რათა პროცესები წარმართულ იყოს სტანდარტებთან შესაბამისაობაში:

- მიღებული პროდუქციის მიღება, აღრიცხვა და დასაწყობება;
- საწყობიდან საწარმოო პროცესისათვის გაცემული ნედლეულის და მასალების აღრიცხვა
- საწყობში პროდუქტის მოძრაობის აღრიცხვა;
- მარაგების მოძრაობის შესახებ დოკუმენტების მომზადება და აღრიცხვა;

3. სასაქონლო მატერიალური მარაგების სისტემატიური აღრიცხვა და დანაკარგების კონტროლი;
4. მარაგების პერიოდული ინვენტარიზაცია;
5. მიმდინარე მარაგების მოცულობების საფუძველზე ოპტიმალური შეკვეთების განთავსება შესყიდვების სამსახურთან
6. ნედლეულისა ხარჯვის სტატისტიკის წარმოება
7. დაქვენდებარებული პერსონალის მართვა, დავალებების განაწილება, სამუშაო გრაფიკის დაცვა;
8. შინაგანაწესის შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
9. მის დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის კვალიფიკაციის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება;
10. შემოსული პროდუქტის მოვლა-შენახვის პირობებზე ზრუნვა და კოორდინირება;
11.  არსებული პროდუქციის ვადიანობის/ვარგისიანობის კონტროლი
12. კომერციულ, ფინანსურ და შესყიდვების დეპარტამენტებთან კოორდინაცია,ანგარიშგება
13. მოთხოვნების დროული და ოპტიმალური მიწოდება
14. შემოსავალთან, გასავალთან და საქონლის ბალანსთან დაკავშირებული სტატისტიკის შენახვა/წარმოება
15. სასაწყობო ნორმების დაცვა და ყველა საჭირო დოკუმენტაციის დროული და სათანადო წესით შენახვა/დაფაილება/ჩაკერება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი განათლება/სასურველია ბიზნეს ადმინისტრირება;
- სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- პერსონალის მართვის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების MS office; Outlook; Internet  (სასურველია რომელიმე სააღრიცხვო პროგრამის ცოდნა)
- სავალდებულოა რუსული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- სამუშაოთა დაგეგმვის და მათი განხორციელების ორგანიზაციის უნარი;
- ადამიანებთან კონსტრუქციული ურთიერთობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო ადგილი მცხეთის რაიონი, სოფ. საგურამო
გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე vacancy@geobeer.ge  მიუთითეთ პოზიციის დასახელება (Commodity Manager) წერილის სათაურად (subject line-ში).წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება

განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2011 წლის 6  ნოემბერი.

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება შერჩევის შემდგომ ეტაპში მონაწილეობის მისაღებად

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige