საიტზე დევს 237 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
ბანკი რესპუბლიკა  თეგეტა მოტორსი  შ.პ.ს დიზაინ სითი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  შ.პ.ს.   ალგანი  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი 
გუდვილი  შპს.   'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  პროფკურორტი  DMG WEST LINES  ქეა  შირნჰოფერი 
საგანმანათლებლო ცენტრი   კავკასიის უნივერსიტეტი  ინგლისური ენის სახლი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  ტურისტული კომპანია ,,მანდსი One World   P/T/G  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   
კავკასიის აკადემიური ცენტრი  აიელსი  Oxford House  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  საქართველოს უნივერსიტეტი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE 
   ვაკანსია:

მიკრობიოლოგი საგურამოში

   კომპანია:

ქართული ლუდის კომპანია

   განთავსებულია:  21 დეკ. 2011
   ბოლო ვადა:  31 დეკ. 2011
   მდებარეობა:  სხვა
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  vacancy@geobeer.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

მეცნიერება

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

 სს "ქართული ლუდის კომპანია" დაფუძნდა 2011 წლის ივნისში. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების წარმოება-რეალიზაცია. ამ მიზნით მცხეთის რაიონის სოფ. საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებულია ქარხნის მშენებლობა 24 ჰა მიწის ნაკვეთზე, რომლის დასრულება და აღჭურვა იგეგმება 2011 წლის მიწურულს, ხოლო პროდუქციის გამოშვება დაიწყება 2012 წლის გაზაფხულიდან. კომპანიაში დასაქმებული იქნება 300-350 ადამიანი. პროდუქციის უმაღლეს ხარისხზე პასუხისმგებელი იქნება უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებისაგან დაკომპლექტებული გუნდი. მანქანა-დანადგარების შეძენა ხორციელდება წამყვანი ევროპული კომპანიებიდან. ამ მიზნების მისაღწევად კომპანიაში მოხდა რამდენიმე ათეული მილიონი ევროს ინვესტირება. სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიზანია უმოკლეს ვადაში გახდეს ლიდერი ქართული ლუდის ბაზარზე.

ს.ს. "ქართული ლუდის კომპანია" აცხადებს ვაკანსიას მიკრობიოლოგის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: მცხეთის რაიონი, სოფ. საგურამო.

ფუნქცია: დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, პროდუქციის, ნედლეულის, შუალედური პროდუქციისა და მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლი და უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    -უმაღლესი განათლება, მიკრობიოლოგიის მიმართულებით
    -აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ფლობა;
    -ტექნიკური უნარ-ჩვევები: აუცილებელია Excel-ის, Word-ის, outlook-ის ფლობა;
    -სასურველია კანდიდატს გააჩნდეს მიკრობიოლოგად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, კვების მრეწველობის ან სანეპიდსადგურის ლაბორატორიაში.

პიროვნული თვისებები:

    -მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
    -ორგანიზებულობა;
   - ანალიტიკური აზროვნების უნარი;
    -გუნდური მუშაობის უნარი.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: vacancy@geobeer.ge 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მიუთითეთ პოზიციის დასახელება (მიკრობიოლოგი) წერილის სათაურად (subject line-ში). წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება შერჩევის შემდგომ ეტაპში მონაწილეობის მისაღებად.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige