თანამედროვე სტანდარტების ლუდისა და ლიმონათის ახალი ქარხანა ს.ს ,, ქართული ლუდის კომპანია", აცხადებს ღია კონკურსს პროდუქციის ექსკლუზიურ დისტრიბუციაზე მთელი საქართველოს მასშტაბით, რეგიონული პრინციპით(თბილისი, იმერეთი, აჭარა, სამეგრელო (ფოთის გარდა), შიდა ქართლი, ფოთი+გურია, ქვემო ქართლი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი).
სათანამშრომლოდ ვიწვევთ დისტრიბუტორებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს ან კომპანიებს. კანდიდატი დისტრიბუტორები უზრუნველყოფილი იქნებიან უმაღლესი ხარისხის ქართული ლუდით და ლიმონათით, ქარხანაში დატვირთვის ან თავიანთ საწყობში მიწოდების პირობით (ურთიერთშეთანხმებით). მწარმოებელი გაუწევს დისტრიბუტორს აქტიურ მარკეტინგულ მხარდაჭერას. ადგილობრივი საწარმო სთავაზობს ახალ პარტნიორ დისტრიბუტორს ბაზარზე კონკურენტულ ფასს, მაღალი და მზარდი მოგების შესაძლებლობას, მუდმივ სიახლეებს.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- იყოს იურიდიული პირი;
- გააჩნდეს საკუთარი ავტომობილი ან დიდი კომპანიის შემთხვევაში ავტოპარკი, სასურველია მიკროავტობუსის გაბარიტის ან მეტი ტევადობის;
- სავაჭრო ქსელში მუშაობის და გაყიდვების გამოცდილება სასურველია და ჩაითვლება პირდაპირ კონკურენტულ უპირატესობად კონკურსის დროს;
- სავალდებულოა კანდიდატის და მომავალი პარტნიორის მხრიდან დასახული ამოცანების დროულად და ზედმიწევნით შესრულება.
მაძიებელმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:
- წერილობითი განაცხადი ს.ს ,, ქართული ლუდის კომპანიის, მიერ წარმოებული პროდუქციის დისტრიბუციის სურვილის თაობაზე, სადაც მითითებული იქნება, თუ რომელ ზონაზე აქვს მაძიებელს დისტრიბუციის სურვილი.
- საკუთარი ბიზნესის მოკლე აღწერილობა: საქმიანობის ტიპი, სადისტრიბუციო გამოცდილება, სასაწყობე ფართისა და თავისუფალი ფულადი სახსრების არსებობა. ა/ტრანსპორტის არსებობის შემთხვევაში, ტექნიკური მონაცემები (ტიპი, რაოდენობა).
წარმატებულ კანდიდატებთან გაფორმდება ექსკლუზიური ხელშეკრულება და ისინი უზუნველყოფილი იქნებიან უმაღლესი ხარისხის პროდუქციით და სარეკლამო მხარდაჭერით რეგიონულ ბაზრებზე.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგვიგზავნონ საკუთარი წინადადება ამა წლის 17 ოქტომბრამდე ელფოსტით: