სს ქართული ლუდის კომპანია დაფუძნდა 2011 წლის ივნისში, კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების წარმოება-რეალიზაცია
ამ მიზნით მცხეთის რაიონის სოფ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებულია ქარხნის მშენებლობა 24 ჰ მიწის ნაკვეთზე, რომლის დასრულება და აღჭურვა იგეგმება 2011 წლის მიწურულს,ხოლო პროდუქციის გამოშვება დაიწყება 2012 წლის გაზაფხულიდან
კომპანიაში დასაქმებული იქნება 300-350 ადამიანი
პროდუქციის უმაღლეს ხარისხზე პასუხისმგებელი იქნება უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებისაგან დაკომპლექტებული გუნდი, მანქანა დანადგარების შეძენა ხორციელდება წამყვანი ევროპული კომპანიებიდან
ამ მიზნების მისაღწევად კომპანიაში მოხდა რამოდენიმე ათეული მილიონი ევროს ინვესტირება
სს ქართული ლუდის კომპანიის მიზანია უმოკლეს ვადაში გახდეს ლიდერი ქართული ლუდის ბაზარზე
ს.ს ქართული ლუდის კომპანია,,აცხადებს ბუღალტრის ვაკანსიას
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით
- მინიმუმ 5 წლის სამუშაო გამოცდილება ფინანსურ სფეროში
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე(სასურველია წარმოებაში)
- საგადასახადო კოდექსის, საბუღალტრო და საგადასახადო პოლიტიკის ცოდნა
- საოფისე პროგრამების უმაღლეს დონეზე ცოდნა
- საბუღალტრო პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა; ორის –ის ცოდნა სავალდებულოა
- სასურველია ეხაცტ-ის ცოდნა
- ბუღალტერიის საერთაშორისო სტანდარტების და ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა
- სასურველია უცხო ენების ცოდნა
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
- დეტალების მიმართ ყურადღება
- ანალიზის უნარი
- ორგანიზებულობა
- გუნდური მუშაობის უნარი
სამუშაო ადგილი: მცხეთის რაიონი, სოფ. საგურამო
გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე -ზე
მიუთითეთ პოზიციის დასახელება (Accountant) წერილის სათაურად (subject line-ში)
წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება
განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2011 წლის 27 ნოემბერი
მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება შერჩევის შემდგომ ეტაპში მონაწილეობის მისაღებად.