სააქციო საზოგადოება "ქართული კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტის/ სტაჟიორის თანამდებობაზე თბილისის ფილიალებში.
კანდიდატებად განიხილებიან როგორც გამოცდილების მქონე, ასევე შესაბამისი გამოცდილების არ მქონე პირები.
აუცილებელი მოთხოვნებია:
- უმაღლესი განათლება/ბოლო კურსის სტუდენტი;
- საქართველოს მოქალაქეობა;
- ქართული ენის გამართული ცოდნა (რუსული, ინგლისური და სხვა უცხო ენების ცოდნა წარმოადგენს უპირატესობას);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- მათემატიკური უნარ-ჩვევები.
კანდიდატები, რომლებიც გადალახავენ შესარჩევ ტურს და გასაუბრებას, გაივლიან სტაჟირებას. სტაჟირების ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ, სტაჟიორები მიღებულნი იქნებიან შესაბამის თანამდებობაზე. საკრედიტო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატები მიღებულნი იქნებიან შესაბამის თანამდებობაზე სტაჟირების გარეშე.
ყველა დაინტერესებულმა კანდიდატმა სასურველია გამოგზავნოს CV ფოტოსურათით, ელექტრონული ფოსტის საშუალებით (სამუშაო პოზიციის მითითებით) მისამართზე: ან უშუალოდ მოგვაწოდოს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი 30.
საბუთების მიღების ბოლო დღეა: 2011 წლის 8 ივლისი, 18:00სთ.
ტელ: (995 32) 2 393111, 2 392111
ვებ-გვერდი:
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი გასაუბრებაზე.