"ქალთა ფონდი საქართველოში" აცხადებს საგრანტო კონკურსს "ქალთა უფლებების დაცვის კულტურის დანერგვა". კონკურსი მიზნად ისახავს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც მოიაზრებს საქართველოში ქალთა და ქალთა უფლებების მიმართ პოლიტიკის, პრაქტიკების, შეხედულებებისა და დამოკიდებულებების შეცვლას, და მიზნად ისახავს ქვეყანაში ქალთა უფლებების დაცვას, არადისკრიმინაციული კულტურის დანერგვასა და გენდერული თანასწორობის მიღწევას.
კონკურსი მიესალმება სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებულ ინიციატივებს, მათ შორის:
- ქალთა უფლებების დაცვა;
- ქალთა უფლებების დარღვევის შემთხვევების და დისკრიმინაციის ფაქტების გამოვლენა, დოკუმენტაცია და მათზე რეაგირება;
- გენდერული თანასწორობის კანონის განხორციელების ხელშეწყობა;
- მონიტორინგი, ადვოკატირება და ლობირება ქალთა უფლებების დასაცავად;
- საკანონმდებლო ინიციატივები;
- CEDAW კონვენციის განხორციელება და ჩრდილოვანი ანგარიშების მომზადება;
- ქალთა უფლებების და გენდერული საკითხების აკადემიური კვლევა;
- კამპანიები ქალთა უფლებების დასაცავად;
- ქალთა უფლებებისა და გენდერული საკითხების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;
- ქალთა იმ ჯგუფების უფლებების დაცვა, რომლებიც დისკრიმინაციას რამდენიმე ფორმას განიცდიან (სქესის გარდა გენდერული იდენტობის, სექსუალური ორიენტაციის, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური მრწამსის, შეზღუდული შესაძლებლობების და სხვ. საფუძველზე).
საგრანტო კონკურსში "ქალთა უფლებების დაცვის კულტურის დანერგვა" მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
- ქალთა ადგილობრივ რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს;
- ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ქალთა საკითხებზე და რომლებსაც ხელმძღვანელობენ ქალები;
- ქალთა ორგანიზაციებს, რომელთა ბიუჯეტი ქალთა ფონდის ბიუჯეტზე მცირეა;
- ქალთა ორგანიზაციებს დედაქალაქიდან და საქართველოს რაიონებიდან, ასევე რეგიონულ ან საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოში არიან დაფუძნებული და საქართველოში ოპერირებენ.
ქალთა ფონდი კონკურსის ფარგლებში მხარს დაუჭერს პროექტებს:
- რომლებსაც ახორციელებენ ქალები;
- რომელთა პირდაპირი და საბოლოო ბენეფიციარები არიან ქალები.
ქალთა ფონდი პრიორიტეტს მიანიჭებს რეგიონში მოქმედი ორგანიზაციების ინიციატივებს, ასევე კოალიციურ ინიციატივებს (ორი ან მეტი ორგანიზაციის მონაწილეობით).
საგრანტო თანხა განსაზღვრულია 3000-დან 5000 აშშ დოლარამდე.
პროექტების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 1 წელიწადს.
"ქალთა ფონდი საქართველოში" პროექტების მიღებამდე ჩაატარებს საკონსულტაციო შეხვედრებს ფონდის ოფისში, ყველა დაინტერესებული ჯგუფის წარმომადგენელთან, 13 სექტემბრიდან 27 ოქტომბრამდე, ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, 15:00-17:00 სთ.
განსახილველი პროექტების (ერთი პირი, ნაბეჭდი ან ხელნაწერი, ქართულ ენაზე, შესაძლებელია რუსულადაც) წარდგენის ბოლო ვადაა 2011 წლის 31 ოქტომბერი (18:00 სთ-მდე). საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2011 წლის 25 ნოემბრამდე.
საპროექტო განაცხადი შეგიძლიათ წარმოადგინოთ პირადად ან გამოგზავნოთ ფოსტით, ელ.ფოსტით, ან ფაქსით, შემდეგ მისამართზე:
ლადო ასათიანის ქ. 52, II სართული, 0105 თბილისი
ტელ./ფაქსი: 2 935094
ელ.ფოსტა:
ვებ-გვერდი:
ქალთა ფონდის საგრანტო კონკურსის "ქალთა უფლებების დაცვის კულტურის დანერგვა" ფინანსური მხარდამჭერია "ფონდი ოქი"-ის ქალთა პროგრამა.
გისურვებთ წარმატებებს!