კომპანია "ფორჩენ სტუდიო" 2009 წლიდან ქმნის პროგრამულ უზრუნველყოფებს სხვადასხვა სპეციფიკის ბიზნესისთვის. კომპანიისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საქმიანობის სფეროა ტურიზმის სფერო. კომპანიას შექმნილი აქვს ტურისტული სააგენტოების მართვის სისტემა - "4TM" - "4 Tourism Management" - რომელიც ამჟამად დანერგილია 14 ტურისტულ სააგენტოში.
კომპანია "4Tune Studio LLC" აცხადებს კურსს ტურიზმის მენეჯმენტში.
კურსის ხანგრძლივობაა 36 საათი. კურსი იყოფა ორ ნაწილად, პირველი ნაწილი მოიცავს თეორიულ სწავლებას, ხოლო მეორე - პრაქტიკულ მეცადინეობას, რის გამოც კურსი არის კომპიუტერიზებული.
კურსის შესახებ დეტალური ინფორაციისათვის, გთხოვთ, იხილოთ ვიდეო და ელექტრონული მასალები შემდეგ ლინკზე: http://www.learn.4tune.ge
სტუდენტი, რომელსაც ექნება ჯგუფში საუკეთესო შედეგი, გაივლის დამატებით 15 საათიან სწავლებას სისტემის შემქმნელებთან და 15 დღიან სტაჟირებას ტურისტულ სააგენტოში, ასევე, "4Tune Studio" გაუწევს რეკომენდაციას პარტნიორ კომპანიებთან დასაქმების თაობაზე.
კურსის მიზანი: ტურ-ოპერატორების, საოპერაციო სისტემის, ადმინისტრატორებისა და მენეჯერების მომზადება.
თეორიულ ნაწილში ისწავლება: ტურიზმის ისტორია, სტატისტიკა, რესურსები, ტურისტული მომსახურების ბაზარი, ტურისტული სააგენტო, ტურისტული მომსახურების სპეციფიკა და სხვა.
პრაქტიკულ ნაწილში ისწავლება: კლიენტების, გიდებისა და მომსახურების მომწოდებელი იურიდიული პირების მონაცემთა ბაზების მართვა, შეკვეთების პროცესის მართვა, პირველადი დოკუმენტების წარმოება სისტემაში - ინვოისი, სალაროს ორდერები, შეკვეთის უკან დაბრუნების - რეფანდის - პროცესის მართვა, თანამშრომლების - იუზერების - მონაცემთა ბაზის მართვა, ფასთა სიების მოდულის ანალიზი, როლების კონფიგურაცია დინამიკურად და მათი მნიშვნელობა სისტემაში მუშაობისას, შეკვეთების პროცესიდან გენერირებული ანგარიშგების ნაწილი, დინამიკური ფილტრების მოხმარების შესაძლებლობები, რეფანდის პროცესიდან გენერირებული ანგარიშგების მართვა, მოკლე ტექსტური შეტყობინებებისა და ელ-ფოსტის ავტომატიზაციის მოდულის ანალიზი.
კურსის შესახებ დეტალები მოცემულია მიმაგრებული სილაბუსის ფაილში.
კურსის ხანგრძლივობა: 36 საათი.
კურსის ღირებულება: 300 ლარი.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.
მსურველთათვის ჩატარდება ღია გაკვეთილი, რომელზე დასწრებაც უფასოა. ეს დაგეხმარებათ განსაზღვროთ, გჭირდებათ თუ არა მოცემული კურსის გავლა. ღია გაკვეთილზე დასარეგისტრირებლად გამოაგზავნეთ მოთხოვნა ელ-ფოსტის მისამართზე: info@4tune.ge ან სკაიპის მისამართზე: ან დარეკეთ ტელეფონებზე: 2 426633, 598 322226.