ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" ატარებს კონკურსს სასტუმრო/საკონფერენციო მომსახურების სასურველ მომწოდებელთა შესარჩევად 2011/2012 წლებისათვის.
ფონდი დაინტერესებულია გააფორმოს გრძელვადიანი ხელშეკრულებები საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროებთან როგორც თბილისში, ასევე რეგიონებსა და საქართველოს კურორტებზე, სასტუმრო/საკონფერენციო მომსახურებისათვის.
საკონკურსო პირობები:
ძირითადი ტექნიკური მოთხოვნები:
- ზოგადი ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ (საქმიანობის სფერო, ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული მისამართი, დაფუძნების თარიღი, დასაქმებულთა რაოდენობა);
- ორგანიზაციის სამუშაო გამოცდილება და მისი კონტრაქტორები;
- ინფორმაცია ორგანიზაციის მატერიალური რესურსების შესახებ.
ფინანსური მოთხოვნები: შემოთავაზებული მომსახურების სახეობები და ფასთა ნუსხა (პრაის ლისტი).
დამატებითი მოთხოვნები: კონკურსში მონაწილეობის მიღებაში დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ მათი მომსახურების პირობები, მ.შ. ინფორმაცია ფასდაკლებებისა და სხვა ტიპის შეღავათების შესახებ.
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება:
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა საკონკურსო წინადადებები უნდა წარმოადგინონ 2011 წლის 30 ივნისის 16 საათამდე, ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, ჭოველიძის 10. საკონკურსო წინადადებები განხილული იქნება ფონდის შიდა შესარჩევი კომისიის მიერ ა.წ. 12 ივლისამდე.
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
ტელ: 225 0463
ელ. ფოსტა:
საკონტაქტო პირი: გოგი მელითაური