"ფინკა ინტერნეიშენალი" წარმოადგენს 21 მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან შემდგარ მზარდ ქსელს, რომელიც მოღვაწეობს მთელ მსოფლიოში. "ფინკა ინტერნეიშენალის" საქართველოს წარმომადგენლობა - სააქციო საზოგადოება "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკა-საქართველო", პროგრამის გაფართოებასთან დაკავშირებით, აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო მენეჯერის თანამდებობაზე, აღმოსავლეთ რეგიონის წნორის ფილიალში.
აუცილებელი მოთხოვნები:
- შესაბამისი უმაღლესი განათლება და სამუშაო გამოცდილება,
- დაქვემდებარებულ საკრედიტო ექსპერტთა გუნდის ეფექტურად მართვის უნარი,
- დაქვემდებარებულ ფილიალში საკრედიტო პორტფელის ზრდისა და ხარისხის შენარჩუნების უზრუნველყოფა,
- ფილიალის საკრედიტო დეპარტამენტის განვითარებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები,
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა,
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა წარმოადგენს უპირატესობას.
ყველა დაინტერესებულმა კანდიდატმა სასურველია გამოგზავნოს რეზიუმე ელექტრონული ფოსტით (სამუშაო პოზიციის მითითებით), მისამართზე: ან უშუალოდ მოგვაწოდოს შემდეგ მისამართებზე:
ქ. თბილისი: ვაჟა-ფშაველას გამზირი 71, მე-3 სართული
ქ. თელავი: ალაზნის ქ. 4
ქ. გურჯაანი: რუსთაველის ქ. 4
ქ. წნორი: აღმაშენებლის ქ. 28/30
საბუთების მიღების ბოლო დღეა 2010 წლის 5 აგვისტო, 17:30სთ.
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი გასაუბრებაზე.