“ფინკა ინტერნეიშენალი” წარმოადგენს 21 მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან შემდგარ მზარდ ქსელს, რომელიც მოღვაწეობს მთელ მსოფლიოში. “ფინკა ინტერნეიშენალის” საქართველოს წარმომადგენლობა სააქციო საზოგადოება “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკა-საქართველო” პროგრამის გაფართოებასთან დაკავშირებით აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტის სტაჟიორის თანამდებობაზე თბილისის რეგიონის დიდუბის ფილიალში.
აუცილებელი მოთხოვნებია:
- უმაღლესი განათლება,
- საქართველოს მოქალაქეობა,
- ქართული ენის გამართული ცოდნა (რუსული და ინგლისური ენების ელემენტარული ცოდნა წარმოადგენს უპირატესობას),
- საზოგადოებრივი საქმიანობისათვის საჭირო უნარ-ჩვევები,
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა,
- მათემატიკური უნარ-ჩვევები,
- სასურველია სასესხო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება.
კანდიდატები, რომლებიც გადალახავენ შესარჩევ ტურს და გასაუბრებას, გაივლიან სტაჟირებას. სტაჟირებისას გათვალისწინებულია სტიპენდია. სტაჟირების ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ, სტაჟიორები მიღებულნი იქნებიან შესაბამის თანამდებობაზე.
ყველა დაინტერესებულმა კანდიდატმა სასურველია გამოგზავნოს რეზიუმე ელექტრონული ფოსტით (სამუშაო პოზიციის მითითებით) მისამართზე
ან უშუალოდ მოგვაწოდოს შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი: ვაჟა-ფშაველას გამზირი #71, მე-3-ე სართული
წერეთლის გამზირი #12@
აბასთუმნის ქ.# 4
საბუთების მიღების ბოლო დღეა 2011 წლის 30 ივნისი, 18:00სთ. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი გასაუბრებაზე.