"ფინკა ინტერნეშენალი" წარმოადგენს 21 მიკროსაფინანსო ორგანიზაციისაგან შემდგარ მზარდ ქსელს, რომელიც მოღვაწეობს მთელ მსოფლიოში. "ფინკა ინტერნეშენალის" საქართველოს წარმომადგენლობა - სააქციო საზოგადოება "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკა საქართველო" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტის სტაჟიორის თანამდებობაზე, აღმოსავლეთ რეგიონის ლაგოდეხის ფილიალში.
აუცილებელი მოთხოვნებია:
- უმაღლესი განათლება,
- საქართველოს მოქალაქეობა,
- ქართული ენის გამართული ცოდნა (რუსული და აზერბაიჯანული ენების ცოდნა წარმოადგენს უპირატესობას),
- საზოგადოებრივი საქმიანობისათვის საჭირო უნარ-ჩვევები,
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა,
- მათემატიკური უნარ-ჩვევები.
კანდიდატები, რომლებიც გადალახავენ შესარჩევ ტურს და გასაუბრებას, გაივლიან სტაჟირებას. სტაჟირებისას გათვალისწინებულია სტიპენდია. სტაჟირების ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ, სტაჟიორები მიღებულნი იქნებიან შესაბამის თანამდებობაზე. "ფინკა-საქართველოს" საკრედიტო ექსპერტებს აქვთ რამოდენიმე თვიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ მაღალანაზღაურებიან პრემიალურ სისტემაზე გადასვლის უნიკალური შესაძლებლობა.
ყველა დაინტერესებულმა კანდიდატმა სასურველია გამოგვიგზავნოს რეზიუმე ელექტრონული ფოსტით (სამუშაო პოზიციის მითითებით), ელფოსტის მისამართზე: ან უშუალოდ მოგვაწოდოს შემდეგ მისამართებზე:
ქ. თბილისი: ვაჟა-ფშაველას გამზირი 71, მე-3 სართ. ტელ: 2 207410/11
ქ. თელავი: ალაზნის ქ. 4
ქ. ლაგოდეხი: ქიზიყის ქ. 31
საბუთების მიღების ბოლო დღეა 2011 წლის 15 ივლისი, 17:30 სთ.
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი გასაუბრებაზე.