"ფინკა ინტერნეიშენალი" წარმოადგენს 21 მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან შემდგარ მზარდ ქსელს, რომელიც მოღვაწეობს მთელ მსოფლიოში.
"ფინკა ინტერნეიშენალის" საქართველოს წარმომადგენლობა სააქციო საზოგადოება "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკა-საქართველო" პროგრამის გაფართოებასთან დაკავშირებით აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტის სტაჟიორის თანამდებობაზე აღმოსავლეთ რეგიონის წნორის ფილიალში.
აუცილებელი მოთხოვნებია:
- უმაღლესი განათლება,
- საქართველოს მოქალაქეობა,
- შესაბამის რაიონებში ბინადრობა,
- ქართული ენის გამართული ცოდნა,
- საზოგადოებრივი საქმიანობისათვის საჭირო უნარ-ჩვევები,
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა,
- მათემატიკური უნარ-ჩვევები,
- სასურველია სასესხო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება.
კანდიდატები, რომლებიც გადალახავენ შესარჩევ ტურს და გასაუბრებას, გაივლიან სტაჟირებას. სტაჟირებისას გათვალისწინებულია სტიპენდია.
სტაჟირების დასკვნით ეტაპზე ჩატარდება ერთკვირიანი გამოცდა-სემინარი. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, სტაჟიორები მიღებულნი იქნებიან შესაბამის თანამდებობაზე.
ყველა დაინტერესებულმა კანდიდატმა სასურველია გამოგზავნოს რეზიუმე ელექტრონული ფოსტით (სამუშაო პოზიციის მითითებით) მისამართზე: ან უშუალოდ მოგვაწოდოს შემდეგ მისამართებზე:
ქ. თბილისი:
ვაჟა-ფშაველას გამზირი N 71, მე-3-ე სართული
ქ. თელავი: ალაზნის ქ. N 4
ქ. წნორი: აღმაშენებლის ქ. N 28/30
საბუთების მიღების ბოლო დღეა 2011 წლის 3 ივნისი, 17:30სთ.
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი გასაუბრებაზე.