სააქციო საზოგადოება "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკა საქართველო" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტის/სტაჟიორის თანამდებობაზე რუსთავის ფილიალში.
ვაკანტური თანამდებობის რაოდენობა: 3 ვაკანსია.
სამუშაო ადგილი: რუსთავი.
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო დღე (40 სამუშაო საათი კვირაში).
დასაქმების პირობები:
-კანდიდატები, რომლებიც გადალახავენ ტესტირებას და გასაუბრებას, გაივლიან არაუმეტეს 3 თვიან სტაჟირებას. სტაჟირებისას გათვალისწინებულია სტიპენდია. სტაჟირების დასკვნით ეტაპზე ჩატარდება ერთ კვირიანი გამოცდა-სემინარი. წარმატებული სტაჟირების შემთხვევაში დაიდება შრომითი ხელშეკრულება.
შრომითი ხელშეკრულების პირობები:
1 წლიანი შრომითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით. შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ხელშეკრულება ავტომატურად განახლდება კვალიფიციური საქმიანობის შემთხვევაში.
ძირითადი ფუნქციები:
-კლიენტების მოზიდვა
-სასესხო განცხადებების ანალიზი და სათანადო რეკომენდაციის გაცემა
-სესხის გაცემა და სესხის დაფარვის მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-სასურველია უმაღლესი განათლება;
-სასურველია მიკროსაფინანსო ან/და საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
-საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Excel) ცოდნა (ელემენტარულ დონეზე);
-მათემატიკის ცოდნა (საბაზისო დონეზე);
-ქართული ენის გამართული ცოდნა.
საჭირო უნარ-ჩვევები:
-დეტალების მიმართ დაკვირვებული
-კლიენტზე ორიენტირებული
-კომუნიკაციის უნარი
-გუნდში მუშაობის უნარი.
ყველა დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა გამოგვიგზავნოს რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტით (ელექტრონული ფოსტის თემის "subject" ველში უნდა მიუთითოთ "საკრედიტო ექსპერტი/სტაჟიორი - რუსთავი" / "Loan Officer/Intern - Rustavi") მისამართზე: არა უგვიანეს 2012 წლის 29 იანვრისა ან უშუალოდ მოგვაწოდოს შემდეგ მისამართებზე:
ქ. რუსთავი, თოდრიას ქ. 17
ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 71, მე-3 სართული
"ფინკა საქართველო" დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ სიაში მოხვედრილ კანდიდატებს.
"ფინკა საქართველოში" შრომითი ურთიერთობები წარმოებს მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპით.