სააქციო საზოგადოება "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკა საქართველო" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტის/სტაჟიორის (Loan Officer/Intern) თანამდებობაზე ბათუმში და ქობულეთში.
- ვაკანტური თანამდებობის რაოდენობა და სამუშაო ადგილი: 3 ვაკანსია (ბათუმი), 3 ვაკანსია (ქობულეთი)
- სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო დღე (40 სამუშაო საათი კვირაში)
- დასაქმების პირობები: კანდიდატები, რომლებიც გადალახავენ ტესტირებას და
გასაუბრებას, გაივლიან არაუმეტეს 3 თვიან სტაჟირებას. სტაჟირებისას
გათვალისწინებულია სტიპენდია. სტაჟირების დასკვნით ეტაპზე ჩატარდება ერთ
კვირიანი გამოცდა-სემინარი. წარმატებული სტაჟირების შემთხვევაში დაიდება
შრომითი ხელშეკრულება.
- შრომითი ხელშეკრულების პირობები: 1 წლიანი შრომითი ხელშეკრულება 6
თვიანი გამოსაცდელი ვადით. შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ
ხელშეკრულება ავტომატურად განახლდება კვალიფიციური საქმიანობის
შემთხვევაში.
ძირითადი ფუნქციები:
- კლიენტების მოზიდვა
- სასესხო განცხადებების ანალიზი და სათანადო რეკომენდაციის გაცემა
- სესხის გაცემა და სესხის დაფარვის მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- სასურველია მიკროსაფინანსო ან/და საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია სოფლის მეურნეობის კარგი ცოდნა და სოფლის მეურნეობის წარმოების პრაქტიკული გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Excel) ცოდნა (ელემენტარულ დონეზე);
- მათემატიკის ცოდნა (საბაზისო დონეზე);
- ქართული ენის გამართული ცოდნა.
საჭირო უნარ-ჩვევები:
- დეტალების მიმართ დაკვირვებული
- კლიენტზე ორიენტირებული
- კომუნიკაციის უნარი
- გუნდში მუშაობის უნარი.
ყველა დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა გამოგვიგზავნოს რეზიუმე (CV)
ელექტრონული ფოსტით (ელექტრონული ფოსტის თემის "subject" ველში უნდა
მიუთითოთ "Loan Officer/Intern - Batumi, Kobuleti") მისამართზე: vacancy@finca.ge არა უგვიანეს 2011 წლის 21 დეკემბრისა, ან უშუალოდ მოგვაწოდოს შემდეგ მისამართებზე:
ქ. ბათუმი: ვ. ფშაველას ქ. 30/8
ქ. ქობულეთი: რუსთაველის ქ. 134
ქ. თბილისი: ვაჟა-ფშაველას გამზირი 71, მე-3 სართული
"ფინკა საქართველო" დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ სიაში მოხვედრილ კანდიდატებს.
"ფინკა საქართველოში" შრომითი ურთიერთობები წარმოებს მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპით.