"ფინკა საქართველო" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტის/სტაჟიორის თანამდებობაზე საგარეჯოს ფილიალისათვის.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება,
- ქართული ენის გამართული ცოდნა (რუსული და ინგლისური ენების ფლობა წარმოადგენს უპირატესობას),
- საზოგადოებრივი საქმიანობისათვის საჭირო უნარ-ჩვევები,
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Excel) ცოდნა,
- მათემატიკური უნარ-ჩვევები,
- სასურველია სასესხო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება.
კანდიდატები, რომლებიც გადალახავენ შესარჩევ ტურს და გასაუბრებას, გაივლიან სტაჟირებას. სტაჟირებისას გათვალისწინებულია სტიპენდია. სტაჟირების დასკვნით ეტაპზე ჩატარდება ერთკვირიანი გამოცდა-სემინარი; გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, სტაჟიორები მიღებულნი იქნებიან შესაბამის თანამდებობაზე.
ყველა დაინტერესებულმა კანდიდატმა სასურველია გამოგზავნოს რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: ან უშუალოდ მოგვაწოდოს შემდეგ მისამართებზე:
თბილისი: ვაჟა-ფშაველა გამზირი 71, მე-3 სართული, ოფისი 12
საგარეჯო: აღმაშენებლის ქ. 39
საბუთების მიღების ბოლო დღეა 2011 წლის 22 ნოემბერი, 17:30სთ.
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი გასაუბრებაზე.