"ფინკა ინტერნეშენალი" წარმოადგენს 21 მიკროსაფინანსო ორგანიზაციისაგან შემდგარ მზარდ ქსელს, რომელიც მოღვაწეობს მთელ მსოფლიოში. "ფინკა ინტერნეშენალის" საქართველოს წარმომადგენლობა - სააქციო საზოგადოება "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკა საქართველო" აცხადებს ვაკანსიას მოლარის თანამდებობაზე აღმოსავლეთ რეგიონის გურჯაანის ფილიალში.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
ყველა დაინტერესებულმა კანდიდატმა სასურველია გამოგზავნოს რეზიუმე ელექტრონული ფოსტით (სამუშაო პოზიციის მითითებით) მისამართზე: ან უშუალოდ მოგვაწოდოს შემდეგ მისამართებზე:
ქ. თბილისი: ვაჟა-ფშაველას გამზირი 71, მე-3 სართული
ქ. თელავი: ალაზნის ქ. 4
ქ. გურჯაანი: რუსთაველის ქ. 4
ქ. წნორი: აღმაშენებლის ქ. 28/30
საბუთების მიღების ბოლო დღეა 2011 წლის 27 მაისი, 17:30სთ.
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი გასაუბრებაზე.