"ფინკა ინტერნეშენალი" წარმოადგენს 21 მიკროსაფინანსო ორგანიზაციისაგან
შემდგარ მზარდ ქსელს, რომელიც მოღვაწეობს მთელ მსოფლიოში. "ფინკა
ინტერნეშენალის" საქართველოს წარმომადგენლობა - სააქციო საზოგადოება
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ფინკა საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ოპერატორის თანამდებობაზე, დასავლეთ რეგიონის ჩხოროწყუს ფილიალში.
აუცილებელი მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება; საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
-პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
-ელემენტარული ბუღალტერიის ცოდნა;
-შესაბამის რაიონში ბინადრობა.
ყველა დაინტერესებულმა კანდიდატმა სასურველია გამოგზავნოს რეზიუმე ელექტრონული ფოსტით (სამუშაო პოზიციის მითითებით), მისამართზე: vacancy@finca.ge ან უშუალოდ მოგვაწოდოს შემდეგ მისამართებზე:
ქ. თბილისი: ვაჟა-ფშაველას გამზირი 71, მე-3 სართული
ქ. სენაკი: რუსთაველის ქ. 231
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 31 აგვისტო, 17:30 სთ.
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი გასაუბრებაზე.