საიტზე დევს 237 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 17:00
RSS
შ.პ.ს.   შპს.   შ.პ.ს დიზაინ სითი  თეგეტა მოტორსი  DMG WEST LINES  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  შ.პ.ს.  'პროსერვისი' 
შირნჰოფერი  ბანკი რესპუბლიკა  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  ალგანი  პროფკურორტი 
ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  კავკასიის უნივერსიტეტი  One World   გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი აიელსი  ინგლისური ენის სახლი  საქართველოს უნივერსიტეტი  P/T/G  
ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   ბიდისი აკადემია  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  საგანმანათლებლო ცენტრი   კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი  
   ვაკანსია:

საკრედიტო ექსპერტი/სტაჟიორი–რეგიონები

   კომპანია:

ფინკა

   განთავსებულია:  14 თებ. 2012
   ბოლო ვადა:  28 თებ. 2012
   მდებარეობა:  სხვა
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  vacancy@finca.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

სტაჟირება

   დამატებითად:  მიმაგრებული ფაილი
აღწერა:
შრიფტის ზომა:

სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინკა საქართველო" არის საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს "ფინკა ინტერნეშენალის" (FINCA International) შვილობილ კომპანიას. "ფინკა ინტერნეშენალი" მსოფლიოს 21 ქვეყანაში მოქმედ ფინანსურ ინსტიტუტებს მოიცავს. "ფინკამ" საქართველოში საქმიანობა დაიწყო 1998 წელს და დღეისათვის ქვეყანაში 31 ფილიალითაა წარმოდგენილი.

"ფინკა საქართველო" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტის/სტაჟიორის პოზიციაზე რეგიონებში(ქუთაისი,ქარელი,გორი, კასპი,სამტრედია)

ვაკანტური თანამდებობის რაოდენობა: 3.
სამუშაო ადგილი: რეგოინები
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო დღე (40 სამუშაო საათი კვირაში).

დასაქმების პირობები: კანდიდატები, რომლებიც გადალახავენ ტესტირებას და გასაუბრებას, გაივლიან არაუმეტეს 3 თვიან სტაჟირებას. სტაჟირებისას გათვალისწინებულია სტიპენდია. სტაჟირების დასკვნით ეტაპზე ჩატარდება ერთ კვირიანი გამოცდა-სემინარი. წარმატებული სტაჟირების შემთხვევაში დაიდება შრომითი ხელშეკრულება.

შრომითი ხელშეკრულების პირობები: 1 წლიანი შრომითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით. შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ხელშეკრულება ავტომატურად განახლდება კვალიფიციური საქმიანობის შემთხვევაში.

ძირითადი ფუნქციები:
-კლიენტების მოზიდვა
-სასესხო განცხადებების ანალიზი და სათანადო რეკომენდაციის გაცემა
-სესხის გაცემა და სესხის დაფარვის მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო, საფინანსო ან ეკონომიკის სფეროში);
-მიკროსაფინანსო ან/და საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა;
-საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Excel) ცოდნა (ელემენტარულ დონეზე);
-ქართული ენის სრულყოფილი ფლობა; სასურველია რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:
-დეტალების მიმართ დაკვირვებული
-ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული
-დატვირთულ რეჟიმში მუშობის უნარი
-ანალიტიკური აზროვნება
-კლიენტზე ორიენტირებული
-კომუნიკაციის უნარი
-გუნდში მუშაობის უნარი.

ყველა დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა შეავსოს თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოგვიგზავნოთ რეზიუმესთან (CV) ერთად ელექტრონული ფოსტით (ელექტრონული ფოსტის თემის "subject" ველში უნდა მიუთითოთ "საკრედიტო ექსპერტი/სტაჟიორი - ქარელი") მისამართზე: vacancy@finca.ge არა უგვიანეს 2012 წლის 28 თებერვლისა, ან უშუალოდ მოგვაწოდოს შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი 6.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ განიხილება მხოლოდ სრულყოფილი განაცხადები - მხოლოდ რეზიუმე ან მხოლოდ სააპლიკაციო ფორმა არ განიხილება. "ფინკა საქართველო" დაუკავშირდება მხოლოდ შესარჩევ სიაში მოხვედრილ კანდიდატებს.

"ფინკა საქართველოში" შრომითი ურთიერთობები წარმოებს მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპით.

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდებზე: http://www.finca.ge | http://www.finca.org

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige