საიტზე დევს 570 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:30
RSS
WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  პროფკურორტი  შპს.   'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  შ.პ.ს.   ალგანი  შ.პ.ს.  'პროსერვისი' 
შ.პ.ს დიზაინ სითი  DMG WEST LINES  ქეა  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  გუდვილი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  შირნჰოფერი 
საგანმანათლებლო ცენტრი   კავკასიის უნივერსიტეტი  P/T/G  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  Oxford House თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   ტურისტული კომპანია ,,მანდსი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  
ბიდისი აკადემია  ინგლისური ენის სახლი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ბრიტანული სახლი  One World   ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  კავკასიის აკადემიური ცენტრი 
   ვაკანსია:

IT მთავარი სპეციალისტი

   კომპანია:

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

   განთავსებულია:  23 იან. 2012
   ბოლო ვადა:  6 თებ. 2012
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  1200 ლარი
   ელ. ფოსტა:  
   ტელეფონი:  226-19-99; 226-19-35; 226-20-54; 226-20-66.
   კატეგორია:

ინფორმაციული ტექნოლოგიები

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს ვაკანსიას საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციის ინფორმაციული ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე.

ვაკანსტური ადგილი:
2;

სამუშაოს აღწერა
1) მთავარი სპეციალისტი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული
- ფიზიკური–ქსელური დაშვებების დონეების გაწერა და კონტროლი;
- სისტემური მონიტორინგი მუდმივად და ცოცხალ რეჟიმში;
- ქსელური სისტემების ქმედუნარიანობის შენარჩუნება;
- ადგილობრივი სისტემის სხვა სასერვერო სისტემებთან ინტეგრაცია;
- საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ხელმძღვანელობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

2) მთავარი სპეციალისტი - 1 (ერთი) საშტატო ერთეული
- საგამოძიებო სამსახურის სერვერული სისტემების პოლიტიკების დანერგავა, ჩამოყალიბება, მართვა, ინსტალაცია, მხარდაჭერა და მათი ადმინისტრირება;
- სისტემური სერვისების ინტეგრაცია, დაგეგმვა-რეალიზაცია, პრობლემების აღმოფხვრა;
- სასერვერო სისტემების ქმედუნარიანობის შენარჩუნება, მათზე მონიტორინგი, დიაგნოსტიკა და შეცდომების ჩასწორება;
- საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ხელმძღვანელობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა, კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან ორი კვირის ვადაში საგამოძიებო სამსახურის საკონკურსო–საატესტაციო კომისიის სამდივნოს უნდა წარუდგინოს:

ა) წერილობითი განცხადება საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის სახელზე;
ბ) ავტობიოგრაფია (დედანი);
გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა (დედანი და შესაბამისი ასლი);
დ) პირადობის მოწმობის ასლი (დედანი და შესაბამისი ასლი);
ე) უკვე გაცემული შრომის წიგნაკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)/დედანი ან ასლი/;
ვ) ორი ფერადი ფოტოსურათი.

მოთხოვნები
- უმაღლესი ეკონომიური, იურიდიული ან ტექნიკური განათლება;
- სპეციალობით (სტატისტიკის, ქსელის ადმინისტრირების ან სისტემური უზრუნველყოფის სფეროში, ასევე პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა/დანერგვის ან ქსელური/სერვერული ინფრასტრუქტურის დაგეგმვა/დანერგვის, ან თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების და კომპიუტერული ტექნიკის დანერგვა/ექსპლოატაციის ტექნიკური უზრუნველყოფის სფეროში) მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
- უცხო ენის ცოდნა;

სპეციალური მოთხოვნები:
- კომუნიკაბელურობა;
- ლოგიკური აზროვნება;
- კეთილგანწყობა;
- კონფლიქტის მართვის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- მოტივირებულობა;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სწრაფად ათვისების უნარი;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და პრობლემების დროულად მოგვარების უნარი;
- გუნდურობა.

დამატებითი ინფორმაცია
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
პირველი ეტაპი – ტესტირება (IQ ტესტი);
მეორე ეტაპი– გასაუბრება.

საბუთების მიღება იწარმოებს 2012 წლის 23 იანვრიდან 06 თებერვლის ჩათვლით.

საბუთების მიღება იწარმოებს ყოველი სამუშაო დღის 10:00სთ–დან 19:00სთ–მდე შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა #2

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
226-19-99; 226-19-35; 226-20-54; 226-20-66.

გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება

staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 402 405,
+(995 577) 270 705
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige