ფინანსთა სამინისტროს აკადემია აცხადებს კონკურსს საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- აკადემიის ვებ-გვერდის ადმინისტრირება;
- ვებ-გვერდის კონცეფციის, ინფორმაციული არქიტექტურისა და დიზაინის შემუშავება; საჭიროების შემთხვევაში, დიზაინის და სტრუქტურის კორექტირება;
- ვებ-პორტალის ადმინისტრირება და ინფორმაციის მართვა;
- პროგრამული უზრუნველყოფის მოდერნიზაცია; ასევე პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა;
- საინფორმაციო-საკონსულტაციო საშუალებების გამართული, საიმედო მუშაობის უზრუნველყოფა
- პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება და ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრა.
- ქსელის ადმინისტრირება; საჭიროების შემთხვევაში VPN-ის გამართვა;
- სისტემურ ადმინისტრირებასთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევა.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება
- შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება - არანაკლებ 2 წლისა;
- NET ტექნოლოგიებთან (ASP.net) მუშაობის გამოცდილება;
- PHP, Linux ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- WEB სერვერებთან მუშაობის გამოცდილება;
- CMS-თან მუშაობის გამოცდილება;
- Adobe Photoshop, Adobe illustrator, Dreamweaver, Visual Studio 2010 პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება:
- HTML, CSS და XHTML-ის თანამედროვე სტანდარტების ცოდნა;
- საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- ქსელის გამართვის ძირითადი პრინციპების და პროტოკოლების ცოდნა.
- პროექტის მენეჯმენტის უნარები (Microsoft Project-ის ცოდნა);
- უცხო ენის (ინგლისური) სრულყოფილად ფლობა.
კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:
პირველი ეტაპი - CV-ების, სააპლიკაციო განაცხადების განხილვა;
მეორე ეტაპი - გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან.
ფინანსთა სამინისტროს აკადემია გაცნობებთ!
- თქვენს მიერ გადმოგზავნილი CV-ების, სააპლიკაციო განაცხადების განხილვა მოხდება აკადემიის მიერ შედგენილი სპეციალური გრაფიკის შესაბამისად;
- სავალდებულოა CV/სააპლიკაციო განაცხადი თანდართული იყოს ფოტოსურათით (განიხილება მხოლოდ ფოტოსურათიანი სააპლიკაციო განაცხადები);
- თქვენთან დაკავშირება მოხდება მხოლოდ პირველი ეტაპის "CV-ების, სააპლიკაციო განაცხადების" წარმატებით გავლის შემთხვევაში.
თუ თქვენ აკმაყოფილებთ საკონკურსო მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/სააპლიკაციო განაცხადი ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სპეციალურ ელფოსტაზე: 2011 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
სსიპ ფინანსთა სამინსიტროს აკადემია
ქ. თბილისი, გორგასლის ქუჩა 16
ტელ: 2 261573
აკადემიის ცხელი ხაზი: 2 261026