შპს "ფილიპ მორის საქართველო" აცხადებს ვაკანსიას მომარაგების სპეციალისტის პოზიციაზე სამეგრელოში (1 ადგილი).
პოზიციის დანიშნულება: ხელი შეუწყოს "ფილიპ მორისის" წილის ზრდას ბაზარზე. მიაღწიოს ოპტიმალურ მომარაგებას, სრულ ასორტიმენტს და ხარისხიან ვიზუალურ მხარეს საცალო გაყიდვის დონეზე.
მოვალეობები:
-საცალო მოვაჭრეებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება;
-სავაჭრო ობიექტებზე სრული ინფორმაციის მოპოვების და მუდმივი განახლების გზით საჭირო დაფარვის უზრუნველყოფა
-პროდუქციის არსებობის და გაყიდვადობის მონიტორინგი, ანალიზი და რეპორტინგი
-სარეკლამო მასალების ეფექტური განლაგება და მაღალი ხარისხის ხილვადობის უზრუნველოფა;
-აქციების და სავაჭრო პროგრამების განხორციელება;
-დავალებული ინფორმაციის შეგროვება (პროდუქციის არსებობა, ხილვადობა, ფასი, მოცულობა).
მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება
-ადგილობრივი ბაზრის, საცალო მოვაჭრეების პრაქტიკის და მარკეტინგის პრინციპების ცოდნა;
-მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და დისტრიბუციის სფეროში, ადგილობრივ/საერთაშორისო კომპანიაში,
-მოქმედი მართვის მოწმობა და მართვის კარგი გამოცდილება ბოლო ერთი წლის განმავლობაში
-კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები (Word, Excel, PowerPoint, Outlook, Internet);
-ქართული ენის (წერა, მეტყველება) სრულყოფილი ცოდნა; რუსული ენის კარგად ფლობა, ხოლო ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა;
-სასურველია იყოს სამეგრელოს მცხოვრები
-საქართველოს მოქალაქეობა სავალდებულოა.
საჭირო უნარ-ჩვევები:
-კარგად ორგანიზებული, კრეატიული, ენერგიული პიროვნება, პასუხისმგებლობის გრძნობით;
-კარიერულ განვითარებაზე ორიენტირებული;
-კომუნიკაბელური, კარგი გადმოცემის უნარით;
-ჯგუფის საიმედო წევრი, რომელიც შეძლებს წვლილის შეტანას საერთო წარმატებაში.
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი გასაუბრებაზე.
დაინტერესებულმა და კვალიფიციურმა კანდიდატებმა თავისი რეზიუმე და სურათი უნდა გამოაგზავნონ ელ. მისამართზე: 2012 წლის 29 თებერვლის ჩათვლით. წერილის სათაური უნდა იყოს შემდეგი: "Territory Executive - Samegrelo Region".