პოზიციის დასახელება: ტერიტორიული ბიზნეს-განვითარების სპეციალისტი
დამსაქმებელი: შპს ფილიპ მორის საქართველო
დასაქმების ადგილი: ბათუმი
ბოლო ვადა: 26.08.2011
ვაკანსია მომარაგების სპეციალისტის პოზიციაზე ქ. ბათუმში(1 ადგილი)
პოზიციის დანიშნულება:
ხელი შეუწყოს ფილიპ მორისის წილის ზრდას ბაზარზე. მიაღწიოს ოპტიმალურ მომარაგებას და სრულ ასორტიმენტს, რეკომენდირებულ ფასებს და ხარისხიან ვიზუალურ მხარეს საცალო გაყიდვის დონეზე.
მოვალეობები:
- საცალო მოვაჭრეებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება;
- სავაჭრო ობიექტებზე სრული ინფორმაციის მოპოვების და მუდმივი განახლების გზით საჭირო დაფარვის უზრუნველყოფა
- პროდუქციის არსებობის და გაყიდვადობის მონიტორინგი, ანალიზი და რეპორტინგი
- სარეკლამო მასალების ეფექტური განლაგება და მაღალი ხარისხის ხილვადობის უზრუნველოფა;
- აქციების და სავაჭრო პროგრამების განხორციელება;
- დავალებული ინფორმაციის შეგროვება (პროდუქციის არსებობა, ხილვადობა, ფასი, მოცულობა);
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- ადგილობრივი ბაზრის, საცალო მოვაჭრეების პრაქტიკის და მარკეტინგის პრინციპების ცოდნა;
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და დისტრიბუციის სფეროში, ადგილობრივ/საერთაშორისო კომპანიაში,
- მოქმედი მართვის მოწმობა და მართვის კარგი გამოცდილება ბოლო ერთი წლის განმავლობაში
- კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები (Word, Excel, Power Point, Outlook, Internet);
- ქართული ენის (წერა, მეტყველება) სრულყოფილი ცოდნა; რუსული და ინგლისური ენების კარგად ფლობა;
- სასურველია იყოს ქ. ბათუმის მცხოვრები
- საქართველოს მოქალაქეობა სავალდებულოა
საჭირო უნარ-ჩვევები:
- კარგად ორგანიზებული, კრეატიული, ენერგიული პიროვნება პასუხისმგებლობის გრძნობით;
- კარიერულ განვითარებაზე ორიენტირებული;
- კომუნიკაბელური, კარგი გადმოცემის უნარით;
- ჯგუფის საიმედო წევრი, რომელიც შეძლებს წვლილის შეტანას საერთო წარმატებაში.
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი გასაუბრებაზე.
დაინტერესებულმა და კვალიფიციურმა კანდიდატებმა თავისი რეზიუმე და სურათი უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელ. მისამართზე: Recruitment.Georgia@pmintl.com 2011 წლის 26 აგვისტოს ჩათვლით წერილის სათაური უნდა იყოს შემდეგი: “Territory Executive - Batumi”.