ქ. რუსთავის ტყავის საწარმო "ფილიმასკა.ჯი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობაზე.
ფუნქციები:
-ქარხნის შიდა აღრიცხვიანობის მოწესრიგება და ფორმალიზაცია.
-ნედლეულის, შხამ-ქიმიკატების, მზა პროდუქციის და სხვა მასალების საქონელბრუნვის აღრიცხვა; დაწესებულ ნორმებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობის კონტროლი და მონიტორინგი.
-ქარხნის შიდა წესებით დაწესებულ პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და მიღებული მონაცემების ანალიზი.
-ქარხნის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი (მოგება-ზარალი, ფულის ნაკადი, ბალანსი); ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი და კონტროლი (ლიკვიდურობა, თავისუფალი ფულის ნაკადი, სასაწყობო და ფულის ბრუნვის კოეფიციენტები და ა.შ.)
-საინფორმაციო ცხრილების და გრაფიკების შემუშავება; სტატისტიკური მონაცემების დამუშავება; მოთხოვნის შესაბამისად დღის, თვის, წლის ანგარიშგების დამზადება; ანგარიშგების დანიშნულებისამებრ მიწოდება დაწესებულ ვადებში;
-წლიური (პერიოდული) ბიუჯეტის შექმნა და საბიუჯეტო კონტროლის პროცედურების დაწესება; მისი შესრულების მონიტორინგი.
-ფინანსური მოდელირება (სასურველია) და ბიზნეს გეგმების დაწერა.
-საბუღალტრო ინფორმაციის სინქრონიზაცია კომპანიის შიდა ფინანსურ აღრიცხვიანობასთან და ანალიზთან.
-აუდიტის ფუნქცია (სასურველია).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2 წელი, სასურველია დიდ სავაჭრო ან საწარმო დაწესებულებაში ანალოგიურ თანამდებობაზე.
-განათლება: უმაღლესი (სასურველია ფინანსური ან ბიზნეს-მენეჯმენტის განხრით).
-უცხო ენების ცოდნა: ინგლისური და რუსული (სავალდებულო)
-კომპიუტერის ცოდნა: Microsoft Office-ის პროგრამები (სავალდებულო)
-ბუღალტრული და ფინანსური პროგრამების ცოდნა (სასურველია).
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ. მისამართზე: 2012 წლის 15 თებერვლამდე. წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. სხვა შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.