მზარდ ფარმაცევტულ სადისტრიბუციო კომპანიას სასწრაფოდ ესაჭიროება სამედიცინო წარმომადგენელი (2 ვაკანსია) თბილისში.
მოთხოვნები:
-მსურველები უნდა იყვნენ ფარმაცევტული განათლებით (გთხოვთ, წარმოადგინოთ შესაბამისი დიპლომი).
-სასურველია ამ სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლის სტაჟი
-აუცილებელია OTC და Detailer-ის სპეციფიკის ცოდნა
-აუცილებელია ქართული და რუსული ენების ცოდნა
-კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა: Word, Excel, PowerPoint
-გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ ახალგაზრდა, ენერგიული, ენთუზიაზმით სავსე,
კომუნიკაბელური, გუნდური თამაშის წესების მიმდევარი ქალბატონები და
ბატონები 35 წლამდე.
საქმიანობა მოიცავს:
-ყოველდღიურ ვიზიტებს თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოს მედპერსონალთან და ჩვენი პროდუქციის წარდგენა/პრომოუშენს.
-საქმიანობის ყოველდღიურ აღრიცხვას და ანგარიშის ყოველკვირეულ წარდგენას უშუალო მენეჯერთან
-გაყიდვების შეფასება/აღრიცხვას როგორც მედპერსონალთან (Detailer-ის
შემთხვევაში), ასევე სააფთიაქო ქსელში, სადაც ჩვენი პროდუქციაა
წარმოდგენილი (OTC-ის შემთხვევაში).
სამუშაოსთვის მზადყოფნა: სასურველია სექტემბრის დასაწყისისათვის.
ხელფასი: შეთანხმებით.
პოზიცია მოიცავს ბონუსებსა და წინსვლის პერსპექტივას.
კანდიდატები, რომლებიც ზემოთჩამოთვლილ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებენ, არ განიხილებიან.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით, შემდეგ ელ-მისამართზე: levan.shanidze@gmail.com
შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით გასაუბრებისათვის.