ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემა „უნიფეი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
-ორგანიზაციის ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების შევსება და წარდგენა
-სახელფასო უწყისების მომზადება
-ადგილობრივი და უცხოური შესყიდვების ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში
-საბუღალტრო აღრიცხვის და საბანკო ოპერაციების წარმოება
-საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები) წარმოება, დაარქივება და კონტროლი
-პარტნიორ ორგანიზაციებთან ფინანსური ოპერაციების დროული შესრულება და კონტროლი
-კომპანიის სერვის ცენტრების ფინანსური მონიტორინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში
-ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
-საქართველოს და საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების და პრინციპების ცოდნა (არარეზიდენტი პირების ფინანსური რეგულაციების ცოდნა)
-საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა; სიახლეებისა და ცვლილებების დროულად მოპოვების უნარი
-საბუღალტრო პროგრამის "Oris" საფუძვლიანი ცოდნა (პრაქტიკული გამოცდილება)
-კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით "Excel"-ის კარგი ცოდნა
-ენები: ქართულის სრულყოფილად ცოდნა, ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა
- სიზუსტე, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო განრიგი: ნახევარი განაკვეთი.
ხელფასი: ხელზე ასაღები 550 ლარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე:
დამწყები სპეციალისტები ნუ გამოგვეხმაურებით.