შპს "სადაზღვევო კომპანია უნისონი“ აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო კონსულტანტის თანამდებობაზე (გარე გაყიდვების მიმართულებით) .
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება
- ქართული,ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი - MS Office ცოდნა
- სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში.
უნარები:
- ენერგიულობა
- კომუნიკაბელურობა
- პუნქტუალურობა
- ორგანიზებულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტების მოძიება , მოზიდვა და მათთან ეფექტური ურთიერთობის დამყარება
- საცალო სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება / გაყიდვა პოტენციური კლიენტებისათვის
- დაზღვევისათვის საჭირო დოკუმენტაციაზე მუშაობა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV და ფოტოსურათი ელექტრონულ მისამართზე: 2011 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას subject line-ში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.