კომპანია “უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ”-ი აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების აგენტის თანამდებობაზე მარნეულში.
ძირითადი მოვალეობები:
- დაგროვებითი ტიპის, უფასო,სასაჩუქრე ბარათების გავრცელება კომპანიის პარტნიორ ორგანიზაციებში
- შეთავაზებისას ბარათის უპირატესობების გაცნობა, დაინტერესებული მომხმარებლებისათვის განაცხადის შევსება და ბარათის და მისი თანმხლები მასალების გადაცემა
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (შესაძლებელია სტუდენტი)
- რუსული აზერბაიჯანული ენების ცოდნა სავალდებულოა
- აუცილებელია კანდიდატი იყოს მარნეულში მცხოვრები
- გამართული ზეპირი და წერითი მეტყველება
- დაძაბულ, სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი
ანაზღაურება: ნამუშევარი დღეების ადეკვატურად - დღეში ფიქსირებული 7 ლარის ოდენობით. გეგმის შესრულების შემთხვევაში გათვალისწინებულია ბონუსებიც
სამუშაო საათები : დღეში 8 საათი შესვენებების ჩათვლით
დაინტერესებულმა კანდიდატებმა არა უგვიანეს 2011 წლის 25 ნოემბრისა უნდა გამოგზავნონ თავიანთი მონაცემები: cv ელექტრონულ მისამართზე: jobs@uccorp.ge
გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია და ქალაქი (მარნეული), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.