კომპანია “უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ”-ი აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების წარმომადგენლის თანამდებობაზე:
ძირითადი მოვალეობები:
- დაგროვებითი ტიპის, უფასო, სასაჩუქრე ბარათების გავრცელება კომპანიის პარტნიორ ორგანიზაციებში
- დასაქმებულის მოვალეობაში შევა შეთავაზებისას ბარათის უპირატესობების გაცნობა
- დაინტერესებული მომხმარებლებისათვის განაცხადის შევსება და ბარათის და მისი თანმხლები მასალების გადაცემა
ანაზღაურება: ნამუშევარი დღეების ადეკვატურად - დღეში ფიქსირებული 10 ლარის ოდენობით. გეგმის შესრულების შემთხვევაში გათვალისწინებულია ბონუსებიც.
სამუშაო საათები: დასაქმების ობიექტის შესაბამისად, დღეში 8 საათი შესვენებების ჩათვლით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა არაუგვიანეს 2011 წლის 19 აგვისტოსი უნდა გამოგზავნონ თავიანთი მონაცემები: cv და ფოტოსურათი ელექტრონულ მისამართზე: . გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.